ავტორი:

"საერთოდ, არც უნდა განვიხილოთ 2 ოქტომბრის რეფერენდუმის გადადება - გადადება კი არა, დაჩქარებაა საჭირო" - მიხეილ სააკაშვილი

"საერთოდ, არც უნდა განვიხილოთ 2 ოქტომბრის რეფერენდუმის გადადება - გადადება კი არა, დაჩქარებაა საჭირო" - მიხეილ სააკაშვილი

საერთოდ, არც უნდა განვიხილოთ 2 ოქტომბრის რეფერენდუმის სადმე გადადება, - ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში წერს.

მისი თქმით, ახლა არა თუ არჩევნების გადადებაა საჭირო, არამედ უფრო მეტი მობილიზება.

„გადადება კი არა, დაჩქარებაა საჭირო და პირიქით, აქეთ გადმოდება - ჩვენ გვჭირდება ახლა მობილიზაცია, მოქმედება და გამარჯვება ჩვენი იქნება ყველა შემთხვევაში, ოღონდ, რა თქმა უნდა, მთელი ძალების მობილიზაციის პირობებში.

მე ამ პროცესში ვარ ჩართული ბოლომდე და მე, მიხეილ სააკაშვილი კატეგორიულად წინააღმდეგი ვარ ყველანაირი გადადების, ამ რეფერენდუმის“, - წერს მიხეილ სააკაშვილი.