ბოლო პერიოდში ჩნდება გარკვეული, გონივრული ეჭვები, რომ ორ დიდ მოთამაშეს შორის, რაღაც სახის გარიგებები ხდება - დღეს არჩევნების გადადებაზე საუბარი უპასუხისმგებლობაა, - ასე უპასუხო პარტია „საქართველოსთვის“ ლიდერმა გიორგი გახარიამ არჩევნების გადადებასთან დაკავშირებით დასმულ შეკითხვას.
როგორც გახარიამ აღნიშნა, მთავრობამ საბოლოო ჯამში, კეკლუცობას თავი უნდა დაანებოს და საქმეს მიხედოს.
„სამწუხაროდ, ბოლო პერიოდში ჩნდება გარკვეული, გონივრული ეჭვები, რომ ორ დიდ მოთამაშეს შორის რაღაც სახის გარიგებები ხდება. მთავრობისა და მმართველი ძალის პირდაპირი ვალდებულებაა, რომ პანდემია მართოს ისე, რომ ნაკლები ზიანი მიაყენოს, როგორც ეკონომიკას, ასევე პოლიტიკური პროცესი ქვეყანაში გაჩერებული არ იყოს. არჩევნებამდე ჯერ საკმაოდ დროა, მთავრობამ საბოლოო ჯამში, კეკლუცობას თავი დაანებოს და საქმეს მიხედოს. შესაბამისად, შესაძლებელი გახდეს არჩევნების უსაფრთხო გარემოში ჩატარება. დღეს არჩევნების გადადებაზე საუბარი უპასუხისმგებლობაა. სიმართლე თუ გინდათ, დღეს თუ ვინმეა არჩევნების გადადებით დაინტერესებული ეს „ქართული ოცნებაა“, - განაცხადა გახარიამ.