ავტორი:

Credit Suisse - მა თანამშრომლებს, რომლებიც კოვიდვაქცინის მიღებაზე უარს ამბობენ, შინიდან მუშაობა მოსთხოვა

Credit Suisse - მა თანამშრომლებს, რომლებიც კოვიდვაქცინის მიღებაზე უარს ამბობენ, შინიდან მუშაობა მოსთხოვა

უდიდესმა შვეიცარულმა ფინანსურმა კონგლომერატმა Credit Suisse– მა, რომელიც მთელ მსოფლიოში ოპერირებს, აშშ -ში მომუშავე ყველა არავაქცინირებულ თანამშრომელს შინიდან მუშაობა მოსთხოვა. მიზეზი COVID19 - ის მუტირებული, დელტა ვარიანტის გავრცელებაა.

“თანამშრომლების სრული შემადგენლობით სამსახურში დაბრუნება 18 ოქტომბრამდე გადაიდო“, - განუცხადა შვეიცარიის მეორე უმსხვილესმა კრედიტორმა კომპანიამ ამერიკული ოფისის თანამშრომლებს. ხოლო მათ, ვინც COVID19 - ის წინააღმდეგ არ არიან აცრილნი, ვაქცინაციამდე ან ახალ რეკომენდაციებამდე შინ დარჩენა მოსთხოვეს.

დელტა შტამის გავრცელებამ უოლ სტრიტის ფირმები აიძულა ოფისში დაბრუნების გეგმებს გადახედონ, ხოლო ამერიკული ბანკები შიდა განაწესის მკაცრად დაცვას აკონტროლებენ.

თარგმნა თეონა რამაზაშვილმა