ავტორი:

არსებული ინფორმაციით, თბილისში ბიძამ საკუთარი დისშვილი დაჭრა

არსებული ინფორმაციით, თბილისში ბიძამ საკუთარი დისშვილი დაჭრა

თბილისში, ცოტა ხნის წინ ახალგაზრდა დაჭრეს. „ინტერპრესნიუსის“ ინფორმაციით, ურთიერშელაპარაკების ნიადაგზე ბიძამ საკუთარ დისშვილს ცივი იარაღით ჭრილობა ხელის არეში მიაყენა. შემთხვევა საბურთალოზე მოხდა.

შემთხვევის ადგილზე სამართალდამცავები მუშაობენ.

შსს-ს ინგორმაციით, გამოძიება 11 პრიმა 104-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქად დაზიანებას გულისხმობს.