ავტორი:

ე.წ. ხანგრძლივი კოვიდი შესაძლოა წელიწადზე მეტ ხანს გაგრძელდეს - რა აჩვენა ახალმა კვლევამ?

ე.წ. ხანგრძლივი კოვიდი შესაძლოა წელიწადზე მეტ ხანს გაგრძელდეს - რა აჩვენა ახალმა კვლევამ?

ახალი კვლევის თანახმად, პაციენტების ნაწილს, რომლებიც კორონავირუსის გამო ჰოსპიტალიზირებულნი იყვნენ, სიმპტომები ერთ წელზე მეტხანს გაუგრძელდათ. სიმპტომებს შორის აღინიშნებოდა დაღლილობა და სუნთქვის უკმარისობა. ჩინური კვლევა სამედიცინო ჟურნალ "ლანცეტში“ გამოქვეყნდა, რომლის თანახმად, ჰოსპიტალიზირებულ პაციენტთა ნახევარს ერთი წლის შემდეგ დაღლილობა, კუნთების სისუსტე ან სხვა სახის სიმპტომი მაინც აღენიშნებოდა.

საინტერესოა ისიც, რომ მამაკაცებთან შედარებით, აღნიშნული სიმპტომებით ქალები 43 %-ით მეტად დაზარალდნენ.

Lancet - ის მიერ, კვლევასთან ერთად გამოქვეყნებულ სარედაქციო მასალაში ნათქვამია, რომ "შესაბამისი მკურნალობის ან თუნდაც სარეაბილიტაციო რეკომენდაციების გარეშე, "ხანგრძლივმა კოვიდმა" გავლენა მოახდინა ადამიანების ნორმალურ ცხოვრებასა და შრომისუნარიანობაზე".

კვლევაში თითქმის 1 300 ადამიანი მონაწილეობდა.

თარგმნა თეონა რამაზაშვილმა