ავტორი:

ჯო ბაიდენი ავღანეთზე: “მე ვარ პასუხისმგებელი ყველაფერზე, რაც ბოლო დროს მოხდა“ - დღის ფოტო

ჯო ბაიდენი ავღანეთზე: “მე ვარ პასუხისმგებელი ყველაფერზე, რაც ბოლო დროს მოხდა“ - დღის ფოტო

პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა მორიგი პრესკონფერენცია ქაბულის აეროპორტში განხორციელებული ტერორისტული აფეთქებების განსახილველად გამართა, რომლის დროსაც 13 ამერიკელი ჯარისკაცი დაიღუპა და 18-მდე დაშავდა.

ბაიდენმა ჟურნალისტებს, მათ შორის Fox News - ის რეპორტიორ პიტერ დუსეს უპასუხა. ჟურნალისტმა ჰკითხა პრეზიდენტს, იღებდა თუ არა პასუხისმგებლობას იმაზე, რა მოვლენებიც ავღანეთში ბოლო ორი კვირის განმავლობაში განვითარდა.

"მე ვარ პასუხისმგებელი ყველაფერზე, რაც ბოლო დროს მოხდა" - უპასუხა ბაიდენმა რეპორტიორს საპასუხოდ. რის შემდეგაც საკმაოდ დაძაბული ვითარება შეიქმნა და აშშ-ის პირველმა პირმა თავი დახარა, დუსემ კი კითხვების დასმა განაგრძო.

თავდახრილი ბაიდენის ფოტო Twitter- ზე ვირუსულად გავრცელდა. ნაწილი პრეზიდენტის ჟესტს იწონებს და მის სინანულს იზიარებს, ნაწილი კი - ბაიდენის გადადგომას მოითხოვს.

მოამზადა თეონა რამაზაშვილმა