ავტორი:

"ვინც არ არის აცრილი, მოითხოვეთ აცრა, მიდით აცრის პუნქტებში, აიძულეთ მათ, რომ აგცრან - ვაიძულოთ, რომ შემოიტანონ კიდევ ვაქცინები" - სააკაშვილი

"ვინც არ არის აცრილი, მოითხოვეთ აცრა, მიდით აცრის პუნქტებში, აიძულეთ მათ, რომ აგცრან - ვაიძულოთ, რომ შემოიტანონ კიდევ ვაქცინები" - სააკაშვილი

საქართველოში არის მსოფლიოს მასშტაბით ყველა საგანგაშო მაჩვენებელი კოვიდით სიკვდილიანობის, ეს არის პირდაპირი შედეგი კორუფციის, - ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა სოციალურ ქსელში გავრცელებული ვიდეომიმართვისას განაცხადა.

მისი თქმით, ხალხმა უნდა აიძულოს ხელისუფლებას, რომ ქვეყანაში საკმარისი რაოდენობით ვაქცინები შემოიტანონ.

„საქართველოში არის მსოფლიოს მასშტაბით ყველა საგანგაშო მაჩვენებელი კოვიდით სიკვდილიანობის. საშუალო მსოფლიო მაჩვენებელს ქართული მჩვენებელი აღემატება 14-ჯერ. მაგალითად, უკრაინის მაჩვენებელს აღემატება თითქმის 30-ჯერ. ერთ სულ მოსახლეზე 30-ჯერ უფრო მეტი ადამიანი კვდება საქართველოში, ვიდრე უკრაინაში და 14-ჯერ უფრო მეტი კვდება, ვიდრე მსოფლიოში.

ეს არის პირდაპირი შედეგი კორუფციის, ის თანხები, რაც აიღეს მათ საქართველოს სახელით, 13% დაიხარჯა მხოლოდ კოვიდის უშუალოდ აღკვეთაზე, დანარჩენი ჩაიჯიბეს, მოიპარეს. მათ დაიგვიანეს ვაქცინების შემოტანა, ამერიკელებმა ძალით შეტენეს ვაქცინები, ესენი რომ მკვლელები არიან, ეს ეჭვს არ იწვევს ჩემში.

მე მინდა, ვთხოვო თითოეულ თქვენგანს, ვინც არ არის აცრილი, მოითხოვეთ აცრა, მიდით აცრის პუნქტებში, აიძულეთ მათ, რომ აგცრან, ეს არის ერთადერთი შანსი ადამიანების სიცოცხლის გადარჩენის. ჩვენ ისედაც ვართ პატარა ერი რაოდენობრივად და უფრო მეტი განადგურდა უკვე კოვიდის მიერ, ვიდრე ნებისმიერ ომში განადგურდა იგივე პერიოდში.

ვაიძულოთ, რომ შემოიტანონ კიდევ ვაქცინები, ვაიძულოთ, რომ ადეკვატურად უმკურნალონ დაავადებულებს. თვითორგანიზების გარეშე უკვე არაფერი აღარ გამოგვივა. სანამ რეფერენდუმი არ ჩატარებულა, ასე უნდა ვიმოქმედოთ, მერე რეფერენდუმზე ეს თვითორგანიზება გადავზარდოთ იმაში, რომ ვაიძულოთ ისინი, რომ ჩამოშორდნენ ხელისუფლებას“, - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.