ზუგდიდელი თემო გაბედავა კორონავირუსით გარდაიცვალა. გარდაცვლილი დღეს დაკრძალეს. ახალგაზრდა მამაკაცი მსახიობ ნანუკა გუგლუას ბიძაშვილის შვილი იყო. თემო გაბედავას გარდაცვალებას სოციალურ ქსლეში ახლობლები სულისშემძვრელი პოსტებით ეხმაურებიან. არსებული ინფორმაციით, ინფიცირებული ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში ებრძოდა ვირუსს, პაციენტი ერთი თვე ხელოვნურ კომაში იმყოფებოდა.
"ჩემი ორმეტრიანი ანგელოზი! ერთი პოსტიც არ დამიწერია, მეშინოდა კოსმოსში შენზე ცუდი ფიქრის გაშვება, ერთი წამით არ მიფიქრია, რომ ასე გავიწირებოდით! რომ ვერ დაგიტირებ, ეს ამბავი მომკლავს იცოდე! მიყვარხარ უსაშველოდ, ჩემო სიცოცხლე!!!
#აცრაგაიკეთეთ!!!!! #აცრაგაიკეთეთ!!!!!!!!!" - წერს ნანუკა გულუა.
"მე რომ პატარა ვიყავი, თემო და თამუნა ახალწამოჩიტულ ასაკში იყვნენ, ისინი მეგონა სილამაზის მეტრი... ყველას ვეუბნებოდი მათი მამიდა ვარ-თქო და არანორმალურად ვამაყობდი... თემო მეუბნებოდა შენ რომ მოკვდები, ჩემი შვილები იტყვიან მამაჩემის მამიდა მოკვდაო და ვინ დაგიტირებსო... სულ ხალისიანი იყო და თავისი აშხვართული ტანით და თეთრი კბილებით ბიჭი არ სჯობდა ... თაკოს საპატარძლო კაბას რომ ვუკერავდი თან ვლოცულობდი თემოს არ მოვეკალი... ქორწილში თემო რჩება თუ მიდისო ვხორხოცებდით ყველა... გაბედავების სახლში რომ კარი არ იკეტებოდა და სულ სავსე იყო, სულ სიცილ-კისკისი რომ გამოდიოდა, მანანა 60 თავ საჭმელს ბედნიერი რომ აკეთებდა... როგორ გაჩერდა ჩემს დიდ ოჯახში ცხოვრება უშენოდ... როგორ გაშავთეთრდა... ისე როგორ მიდიხარ, რომ ვერ გაკოცე და ვერ ჩაგეხუტე... გული გამისკდება ამაზე ფიქრით!"
ნინო კვარაცხელია:
"სიტყვებს ვერ ვუყრი თავს... ამ ვერაგმა ვირუსმა თემო გაბედავა წაართვა, მის ლამაზ ოჯახს, ზუგდიდს და ზუგდიდელებს... კარგი ადამანი, კარგი ზუგდიდელი და კარგი მეგობარი.... ღმერთმა ნათელში ამყოფოს შენი სული...
ვუსამძიმრებ ოჯახს, ვუსამძიმრებ ზუგდიდს და ზუგდიდელებს".