ავტორი:

Bloomberg - მსოფლიოს 183 ქვეყანაში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინების 5.1 მილიარდი დოზა გამოიყენეს

Bloomberg - მსოფლიოს 183 ქვეყანაში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინების 5.1 მილიარდი დოზა გამოიყენეს

მსოფლიოს 183 ქვეყანაში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინების 5.1 მილიარდი დოზა გამოიყენეს, - შესაბამის მონაცემს მსოფლიოში ვაქცინაციის მიმდინარეობის თაობაზე Bloomberg-ის პლატფორმა ავრცელებს.

ამავე მონაცემების თანახმად, დღეში 39 მილიონი ადამიანი იცრება. ამ დროისთვის მსოფლიოში გამოყენებული ვაქცინები მოსახლეობის 33%-ის სრულად ვაქცინირებისთვისაა საკმარისი.

მსოფლიოს ქვეყნებში ყველაზე მეტი ადამიანი ჩინეთშია ვაქცინირებული, სადაც გამოყენებული დოზების რაოდენობამ 2 მილიარდს გადააჭარბა. ინდოეთში გამოყენებული ვაქცინების დოზების რაოდენობა 612 მილიონია. ევროკავშირში ვაქცინების 526 მილიონზე მეტი დოზა გამოიყენეს, აშშ-ში კი 366 მილიონი.

Bloomberg-ის მიხედვით, ამ დროისათვის ორივე დოზით ევროკავშირში სრულად ვაქცინირებულია მოსახლეობის 58.5%, აშშ-ში - 52%, ჩინეთში კი 55.5%.