ავტორი:

ყოველი 50-ე მომხმარებელი 500 ლარამდე სასაჩუქრე ბარათს მიიღებს - "მიჰაუსის" აქცია

ყოველი 50-ე მომხმარებელი 500 ლარამდე სასაჩუქრე ბარათს მიიღებს - "მიჰაუსის" აქცია

ზაფხულის მიწურულს ამიერკავკასიაში ყველაზე დიდი სამშენებლო და სარემონტო მასალების ჰიპერმარკეტი „მიჰაუსი“ მომხმარებელს ზაფხულის ბოლო, სენსაციურ ფასდაკლებასა და აქციას სთავაზობს.

აქციის ფარგლებში ყოველი 50-ე მომხმარებელი 50-დან 500 ლარამდე სასაჩუქრე ბარათს მიიღებს. ჰიპერმარკეტში მისულ ყველა მომხმარებელს კი საშუალება ექნება, სასურველი პროდუქცია მასშტაბური ფასდაკლებით შეიძინოს.

უფრო კონკრეტულად, 31 აგვისტოს ჩათვლით, აქცია გავრცელდება როგორც სარემონტო საშუალებებზე, ისე მისაღების, სამზარეულოს, აბაზანისა და საძინებლის ავეჯზე. მაგალითად, ხელსაბანის ფასი აქციის ფარგლებში სულ რაღაც 55 ლარიდან დაიწყება, თურქული ლამინატის - 20 ლარიდან, ევროპული ხარისხიანი შპალერის - 5.3 ლარიდან, ლარიდან, კონდიციონერის, რომლის სეზონიც ჯერ კიდევ თვეზე მეტ ხანს გაგრძელდება - 799 ლარიდან, ხოლო „არისტონის“ გათბობის ქვაბი, რომელიც ყველა სეზონის ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი პროდუქტია, 2417 ლარის ნაცვლად 1999 ლარი ეღირება.

„მიჰაუსი“ მომხმარებლებს აქციებსა და საჩუქრებს მთელი ზაფხულის განმავლობაში სთავაზობდა. კომპანიამ ერთი წლის იუბილეზე კი გრანდიოზული პრიზები გაათამაშა, მათ შორის „არისტონისა“ და „მიდეას“ კონდიციონერები და 500 და 1000-ლარიანი სასაჩუქრე ვაუჩერები.

12 000 კვ.მ ფართობზე გაშლილი ჰიპერმარკეტი „მიჰაუსი“ ზუსტად ერთი წლის წინ, პანდემიის დროს გაიხსნა. მიუხედავად იმისა, რომ კოვიდ რეგულაციებმა ბევრი ბიზნესი ლიკვიდაციამდე მიიყვანა, კომპანიამ განვითარება და ლოიალური მომხმარებლების შეძენაც მალევე შეძლო.

ამ დროისთვის „მიჰაუსში“ წარმოდგენილია 60 000-მდე დასახელების პროდუქტი, მათ შორის სამშენებლო მასალები, ელექტრობა, სანტექნიკა და აქსესუარები, მოსაპირკეთებელი მასალები, იატაკი და ფილები, შპალერი, ელექტრო და ხელის ინსტრუმენტები, ლაქ-საღებავები, განათება, დეკორაცია, საყოფაცხოვრებო ნივთები და სხვა.

პროდუქციის იმპორტი ხდება ისეთი ქვეყნებიდან, როგორიც არის აშშ, გერმანია, იტალია, ესტონეთი, ჩინეთი, ნიდერლანდები და სხვა. რაც მთავარია, მომხმარებელს არჩევანის გაკეთება შეუძლია ყველა საფასო კატეგორიაში. ამასთან, პროდუქციის შეძენა შესაძლებელია ონლაინ მაღაზიაშიც, რომელიც აპლიკაციის სახითაც შეგიძლიათ გადმოწეროთ როგორც iOS, ისე Android ვერსიისთვის. „მიჰაუსი“ იყო პირველი სამშენებლო და სარემონტო მასალების ჰიპერმარკეტი საქართველოში, რომელმაც მომხმარებელს სწრაფი და მარტივი სერვისი - აპლიკაცია შესთავაზა.

(R)