როგორია ეპიდემიოლოგიური ვითარება საქართველოს მეზობელ ქვეყნებში. გთავაზობთ ადგილობრივ მედიაში და პლატფორმა worldometer-ზე გამოქვეყნებულ ინფორმაციას რუსეთის, თურქეთის, აზერბაიჯანისა და სომხეთის შესახებ:
რუსეთში ბოლო 24 საათის განმავლობაში კორონავირუსის 19 286 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა და 797 ადამიანი გარდაიცვალა, - ინფორმაციას ადგილობრივი მედია ოპერატიულ შტაბზე დაყრდნობით ავრცელებს.
რუსეთში ჯამში, ინფიცირების 6 882 827 შემთხვევაა დადასტურებული, აქედან ვირუსს 181 637 ადამიანი ემსხვერპლა, გამოჯანმრთელდა 6 148 250 პაციენტი, მათ შორის 16 804 - ბოლო 24 საათში.
პლატფორმა worldometer-ზე გამოქვეყნებული სტატისტიკის თანახმად, კოვიდინფიცირებული პაციენტების რაოდენობის მიხედვით, რუსეთი აშშ-ის, ინდოეთისა და ბრაზილიის შემდეგ მსოფლიოში მე-4 ადგილზეა.
თურქეთში ეპიდემიის დაწყების დღიდან დღემდე კორონავირუსით ინფიცირების 6,329,549 შემთხვევაა დაფიქსირებული. სულ გარდაცვლილია 55,958 ადამიანი, გამოჯანმრთელდა 5,798,314 პაციენტი. ქვეყანაში მაჟამად აქტიური შემთხვევბის რაოდენობა არის 475,277.
რახ შეეხება ვაქცინაციას, ქვეყანაში სრულად აცრილია 36,5 მლნ-ზე მეტი ადამიანი, რაც მოსახლეობის 45%-ს შეადგენს.
აზერბაიჯანს worldometer-ზე გასული დღე-ღამის მონაცემები არ განუახლებია, თუმცა გუშინწინ ქვეყანაში კორონავირუსს 43 ადამიანი ემსხვერპლა და ინფიცირების 4 241 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. ბოლო მონაცემებით, აზერბაიჯანში პანდემიის დაწყების დროიდან დღემდე კორონავირუსით ინფიცირების 413 986 შემთხვევა გამოვლინდა, მათგან 358 230 პირი გამოჯანმრთელდა, 5 512 პაციენტი კი გარდაიცვალა.
ამჟამად საავადმყოფოებში კოვიდ-19-ით ინფიცირებული 50 244-ზე მეტი პაციენტი მკურნალობს. ბოლო მონაცემებით, აზერბაიჯანში ორივე დოზით ვაქცინირებულია 2 604 804 მოქალაქე.
სომხეთში ბოლო 24 საათის განმავლობაში კორონავირუსის 383 ახალი დადასტურებული შემთხვევა გამოვლინდა. ამის შესახებ სომხური მედია ქვეყნის დაავადებათა კონტროლისა და პროფილაქტიკის ეროვნულ ცენტრზე დაყრდნობით იუწყება. მათივე ინფორმაციით, ქვეყანაში ვირუსს კიდევ 11 ადამიანი ემსხვერპლა და დაღუპულთა საერთო რაოდენობა 4 823-მდე გაიზარდა.
პანდემიის დაწყების დღიდან, საერთო ჯამში, სომხეთში 241 336 პირი დაინფიცირდა. გამოჯანმრთელდა 226 292 ადამიანი.