პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, მთავრობა კახეთში, სტიქიის შედეგად დაზარალებულ მოსახლეობას დაეხმარება. როგორც მან მთავრობის დღევანდელ სხდომაზე აღნიშნა, დაზიანებულ თეთრ ყურძენში 80 თეთრს სახელმწიფო გადაიხდის, საფერავში - ლარს, ხოლო, მათ ვისაც სრულად გაუნადგურდათ ფართობები, მთავრობა ჰექტარში 3 ათას ლარს გადაიხდის.
„რამდენიმე დღის წინ საკმაოდ მძიმე სტიქია იყო კახეთში, 5 ათასი ჰექტარი მიწის ფართობი დაისეტყვა, დაზიანდა ძალიან ბევრი ვენახი, ხეხილის ბაღი. ჩემი დავალებით, ვიცე-პრემიერი ლევან დავითაშვილი იყო ადგილზე ჩასული გუბერნატორთან ერთად. შეიქმნა ოპერატიული შტაბი და ადგილზე გადაუწყვიტეს ჩვენს მოსახლეობას პრობლემა. კერძოდ, დაზიანებულ თეთრ ყურძენში 80 თეთრს სახელმწიფო გადაიხდის, შავ ყურძენ საფერავში- ლარს. ხოლო, მათ ვისაც სრულად გაუნადგურდათ ფართობები, ჰექტარში 3 ათას ლარს გადავუხდით. ასევე მინდა ვთქვა, რომ ვისაც აღდგენა დასჭირდება, იქნება ეს ვენახი, თუ ხეხილის ბაღი, სახელმწიფო საკუთარი ხარჯით დავეხმარებით ჩვენ მოსახლეობას იმისთვის, რომ მაქსიმალურად იოლად გადავიტანოთ ეს პროცესი“,- განაცხადა ღარიბაშვილმა.