დედაქალაქის მერი, კახა კალაძე არ ადასტურებს გავრცელებულ ინფორმაციას, რომ ის პარტია "საქართველოსთვის" თავმჯდომარეს გიორგი გახარიას შეხვდა.
როგორც მან ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, "სისულელეა" გავრცელებული ინფორმაცია, რომ ის 2 კვირის წინ გიორგი გახარიას შეხვდა.