ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია კორონავირუსის ახალ ვარიანტს აკვირდება, რომელსაც ბერძნული ანბანის ასოს, "მიუს“ სახელწოდება აქვს მინიჭებული.
ჯანმო-ს ინფორმაციიით, კორონავირუსის აღნიშნული ვარიანტი, რომელიც მეცნიერულად ცნობილია როგორც B.1.621, ამჟამად კლასიფიცირებულია როგორც "ინტერესის ვარიანტი".
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია განმარტავს, რომ B.1.621-ს აქვს მუტაციები, რომლებიც ავლენენ კოვიდ-19-ის ვაქცინებისადმი რეზისტენტობის რისკს და ამის გამო, მის უკეთ შესასწავლად შემდგომი კვლევების ჩატარება გახდა საჭირო.
"მიუ“ ვარიანტი ჯერჯერობით სამხრეთ აფრიკისა და ევროპის ქვეყნებშია დაფიქსირებული.