განმუხურში ბიზნესმენი ვლადიმერ ვახანია მოკლეს. მკვლელობის ფაქტზე სავარაუდო დამნაშავე სამართალდამცავებს უკვე იდენტიფიცირებული ჰყავთ. აღნიშნულის შესახებ "ინტერპრესნიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს.
როგორც უწყებაში აღნიშნავენ, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს. ამ მომენტისთვის საგამოძიებო მოქმედებები გრძელდება.
ცნობისთვის, ვახანია 2009 წელს იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარებისთვის, ასევე ჟურნალისტის პროფესიულ საქმიანობაში ხელისშეშლის ბრალდებით დააკავეს, სასჯელის მოხდის შემდეგ, 2012 წელს ზუგდიდის მაჟორიტარობის კანდიდატი იყო.