ავტორი:

„თიკოს სახლი“ - ფსიქოლოგიური განვითარების ცენტრი ბავშვებისა და მათი მშობლებისთვის

„თიკოს სახლი“ - ფსიქოლოგიური განვითარების ცენტრი ბავშვებისა და მათი მშობლებისთვის

სანამ „თიკოს სახლამდე“ მოვიდოდა, თინათინ ზენაიშვილმა საკმაოდ გრძელი გზა გაიარა. უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ წუთითაც არ მოშორებია ფსიქოლოგის პროფესიას. ცდილობდა, რაც შეიძლება მეტი პრაქტიკული გამოცდილება მიეღო და პროფესიულადაც უფრო და უფრო მეტად განვითარებულიყო.

ყველაფერი სკოლის ფსიქოლოგობიდან დაიწყო. შემდეგ ჩათვალა, რომ პროფესიული განვითარებისთვის ბავშვებთან მეტი უშუალო კონტაქტი სჭირდებოდა და 2005 წელს მოსამზადებელი ჯგუფის ბავშვებთან დაიწყო მუშაობა.

მისი, როგორც პროფესიონალი ფსიქოლოგის წარმატება სწორედ ამ წლებმა განაპირობა. ახლა კი მთელმა მისმა გამოცდილებამ, რომელიც 15-წელზე მეტი ხნის განმავლობაში დააგროვა, „თიკოს სახლში“ მოიყარა თავი.

და მაინც, რა არის „თიკოს სახლის“ მიზანი?

„ადამიანის პიროვნული სტრუქტურა მეტწილად პატარა ასაკში ყალიბდება, ფსიქოლოგის ჩართვის აუცილებლობა კი განპირობებულია იმით, რომ ამ დროს კარგად ჩანს ბავშვის ბაზისური მოთხოვნილებების დაკმაყოფილებასა და აღზრდაში დაშვებული შეცდომები. საჭიროა მათი დროული კორექტირება, რის შემდეგაც ბავშვი სწორი მიმართულებით ვითარდება. ბავშვის ჰოლისტური განვითარების ხელშეწყობა ჩემი უპირველესი მოვალეობაა,“ - აღნიშნავს თინათინ ზენაიშვილი.

„თიკოს სახლში“ სხვადასხვა ასაკობრივი ჯუფი ფუნქციონირებს, რომელიც 3-დან 4 წლამდე, 4-დან 5 წლამდე და 5-დან 6 წლამდე სასკოლო მომზადების პროგრამებს მოიცავს. მეთოდები, რომელთა გამოყენებითაც, „თიკოს სახლში“ ბავშვებთან მუშაობენ, მრავალი წლის გამოცდილების შედეგია. სწორედ ამ მეთოდებით აღზარდა საკუთარი შვილები თიკო ზეინაიშვილმა, რომელიც 4 შვილის დედაა.

„ამ პროგრამის გავლის შემდეგ ბავშვი არის სრულიად გახსნილი, ნაპოვნი აქვს საკუთარი მე, ზუსტად იცის თავისი შესაძლებლობები და ძალიან თამამი და გაბედულია. მნიშვენლოვანია აღინიშნოს რთული ქცევის ბავშვებთან ურთიერთობის საკითხიც - „თიკოს სახლის“ გამოცდილებით, საკუთარი ქცევების პოზოტიურ ჭრილში მართვა ბავშვმა 1 წელიწადში უნდა შეძლოს.“ - ამბობს თინათინ ზენაიშვილი.

„თიკოს სახლში“ რეგისტრაცია დაწყებულია. ცენტრი სექტემბერში დაიწყებს ფუნქციონირებას. აქ მოსულ ბავშვებს დახვდებათ ზღაპრული სამყარო და ყველა პირობა, რაც მათი ჰარმონიული განვითარებისათვისაა საჭირო - განსაკუთრებით კი, სითბო და სიყვარული.

მნიშვნელოვანია, რომ უახლოეს მომავალში ცენტრის ბაზაზე დაარსდება მშობელთა სკოლა, სადაც მშობელები შეძლებენ ისწავლონ ის ძირითადი პრინციპები და მიდგომები, რომლებიც შვილებთან ურთიერთობაში დაეხმარებათ.

გაიგეთ მეტი „თიკოს სახლის შესახებ: https://bit.ly/2WAiq1T

დარეგისტრირდი: https://bit.ly/3zypTN4

<iframe width="560" height="315" src="https://www.youtube.com/embed/-HV57b_m-74" title="YouTube video player" frameborder="0" allow="accelerometer; autoplay; clipboard-write; encrypted-media; gyroscope; picture-in-picture" allowfullscreen></iframe>