ავტორი:

"ძალიან მაცდური კარიერული პერსპექტივა..." - რას წერს ვიოლა ფონ კრამონი ირაკლი ღარიბაშვილის შესახებ

"ძალიან მაცდური კარიერული პერსპექტივა..." - რას წერს ვიოლა ფონ კრამონი ირაკლი ღარიბაშვილის შესახებ

ევროპარლამენტარი ვიოლა ფონ კრამონი საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებას, რომლის მიხედვითაც მისი უფროსი არა ევროპარლამენტარი, არამედ ქართველი ხალხია, "ტვიტერზე“ ეხმიანება.

"ძალიან მაცდური კარიერული პერსპექტივა. #მე მიყვარს საქართველო,“- წერს ევროპარლამენტარი "ტვიტერში."

<blockquote class="twitter-tweet"><p lang="en" dir="ltr">Very tempting career perspective ;) <a href="https://twitter.com/hashtag/ILOVEGEORGIA?src=hash&amp;ref_src=twsrc%5Etfw">#ILOVEGEORGIA</a> <a href="https://t.co/T6mIxJSlV9">https://t.co/T6mIxJSlV9</a></p>&mdash; Viola von Cramon (@ViolavonCramon) <a href="https://twitter.com/ViolavonCramon/status/1433001445138341889?ref_src=twsrc%5Etfw">September 1, 2021</a></blockquote> <script async src="https://platform.twitter.com/widgets.js" charset="utf-8"></script>

დღეს ირაკლი ღარიბაშვილი ევროპარლამენტარების განცხადებას გამოეხმაურა.

"ევროპარლამენტარი არ არის ჩვენი უფროსი, ჩვენი უფროსია ქართველი ხალხი". - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა.

ღარიბაშვილის განმარტებით, მაკროფინანსური დახმარების მეორე ტრანში სასამართლო სისტემის რეფორმირებაზე იყო დამოკიდებული და ამ კუთხით საქართველოს სასამართლო სისტემა ბევრად წინ უსწრებს ევროკავშირის მოქმედი წევრების სასამართლო სისტემას.