ავტორი:

"კახა კალაძის უკან დგას "ბოსების" უზარმაზარი რაზმი, რომელსაც წარმოდგენა არ აქვს რა არის ღირსება, ღალატი..." - გახარია

"კახა კალაძის უკან დგას "ბოსების" უზარმაზარი რაზმი, რომელსაც წარმოდგენა არ აქვს რა არის ღირსება, ღალატი..." - გახარია

კახა კალაძის უკან დგას „ბოსების“ უზარმაზარი რაზმი, რომელსაც წარმოდგენა არ აქვს რა არის ღირსება, - ამის შესახებ პარტია „საქართველოსთვის“ ლიდერმა და თბილისის მერობის კანდიდატმა გიორგი გახარიამ განაცხადა.

მისი თქმით, „ქართული ოცნების“ ლიდერები ძალაუფლების შენარჩუნების ჟინით არიან შეპყრობილი.

„კახა კალაძეს ინდივიდუალურად, როგორც პოლიტიკოსს მე არ შევაფასებ დღეს, მაგრამ ვიტყვი, კახა კალაძე რომ იყოს მარტო კახა კალაძე, ეს ერთი შეფასება იქნებოდა, მაგრამ სამწუხაროდ, კახა კალაძის უკან დგას „ბოსების“ უზარმაზარი რაზმი, რომელსაც წარმოდგენა არ აქვს რა არის ღირსება, რა არის სამართლიანობა, რა არის ტყუილი, რა არის ღალატი, რა არის ბოროტება, რა არის სიკეთე. ეს არიან ადამიანები, რომლებიც დღეს არიან შეპყრობილი უაღრესად დიდი შიშით, რომ არ დაკარგონ ძალაუფლება და ძალაუფლების ჟინი მათ უბნელებს აზროვნებასაც და აკარგვინებს გონივრულობასაც“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.