ავტორი:

"ჩვენთვის სიურპრიზი იყო მთავრობის განცხადება, რომ საქართველოს არ სჭირდება 75 მლნ ევროს დახმარება მიუხედავად პანდემიისა და უმუშევრობისა" - კელი დეგნანი

"ჩვენთვის სიურპრიზი იყო მთავრობის განცხადება, რომ საქართველოს არ სჭირდება 75 მლნ ევროს დახმარება მიუხედავად პანდემიისა და უმუშევრობისა" - კელი დეგნანი

ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის, კელი დეგნანის განცხადებით, საქართველოს მთავრობის განცხადება, რომ საქართველოს ევროკავშირისგან 75 მლნ-იანი დახმარება არ სჭირდება, სიურპრიზი იყო.

როგორც დეგნანმა ჟურნალისტებს განუცხადა, მიუხედავად აღნიშნული ფაქტისა, რეფორმები, რაზეც გასულ წელს საქართველო და ევროკავშირი მუშაობდნენ, უნდა გაგრძელდეს.

"ჩვენთვის ცოტა სიურპრიზი იყო საქართველოს მთავრობის განცხადება, რომ საქართველოს არ სჭირდება 75 მლნ ევროს დახმარება, მიუხედავად პანდემიისა, უმუშევრობისა და იმ ვითარებისა, რაც საქართველოშია. ამას გარკვეულწილად გამოეხმაურება ვაშინგტონიც. მაგრამ ამავდროულად გასათვალისწინებელია ის, რომ რეფორმები, რომელიც უნდა განხორციელებულიყო და ამაზე დიდი მუშაობა მიმდინარეობდა გასულ წელს საქართველოსა და ევროკავშირს შორის, უნდა გაგრძელდეს, არ უნდა შეჩერდეს - ეს მართლაც რთული და მნიშვნელოვანი რეფორმებია.

კონგრესი უყურებს, როგორ მიმდინარეობს ეს პროცესები, ჩვენ საკმაოდ ახლო კოორდინაციაში ვართ საქართველოს მთავრობასთან და ვიცით, რა სჭირდება საქართველოს - 75 მლნ ევრო ცოტა არ არის“, - განაცხადა კელი დეგნანმა.

ცნობისთვის, საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ საქართველო ევროკავშირისგან გამოყოფილ 75 მლნ ევროზე უარს ამბობს. მმართველი გუნდის წევრები მიზეზად ეკონომიკის ზრდას ასახელებენ და ამბობენ, რომ ხელისუფლებას სურს, საგარეო ვალი შეამციროს.