"ქართული ოცნების" მაჟორიტარი დეპუტატის, გოგი მეშველიანის შესახებ მისი ძმა გოჩა მეშველიანი "ფეისბუქის" პირად გვერდზე სკანდალურ პოსტს აქვეყნებს.
"მოგესალმებით, მეგობრებო!
მინდა გითხრათ, რომ ზოგადად არ არის ჩემი სტილი სოც.ქსელებით და ტელევიზიებით საუბარი. მაგრამ იძულებული ვარ გარემოებიდან გამომდინარე მოგაწოდოთ ინფორმაცია თუ რა გახდა მიზეზი ჩემსა და გოგი მეშველიანს შორის უთანხმოების. დავარღვიო 16-წლიანი დუმილი, რომელსაც, სირცხვილის გამო ასე საიდუმლოდ ვინახავდი. პოლიტიკოსები ხშირად იტყუებიან, ხოლო ზოგიერთი მათგანი ისეთი ავტორების წიგნებს იყენებენ, როგორი მწერალიცაა დეილ კარნეგი. რომლის წიგნებიდანაც ორატორობას და ხალხის მასებთან მოქცევის წესებს წაფავენ. სწავლობენ მასების მანიპულირებას, როგორ ილაპარაკონ თუნდაც ტყუილი დამაჯერებლად, ვითომდაც ყურადღებით მოგისმინონ და მრავალ სხვა მიუღებელ ხრიკებს.
გოგი მეშველიანის შემთხვევაში ეს ცხოვრების წესად და მეტიც. ოჯახის წევრებთან გამოყენებაც ჩვეულ წესად იქცა!! გოგის მიმართ 2002-2003 წლებში ხუთ საქმეზე იყო გამოძიება დაწყებული, ფინანსურ მახინაციებზე ჯერ კიდევ შევარდნაძის მმართველობის პერიოდში. 2003 წლის საპარლამენტო არჩევნების პერიოდში გავიგე, რომ ის ლევან მამალაძის შტაბს ხელმძღვანელობდა. მე დაუყონებლივ ჩამოვდივარ ბოლნისში და მის მეგობარ იროდ უგრეხელიძესთან ერთად ვთხოვთ, რათა მას უარი ეთქვა ამ არჩევნებში წაგებული მხარის მხარეს მონაწილეობაზე. მან უარი განაცხადა იმ მოტივით, რომ მოქ.კავშირი დამაჯერებლად გაიმარჯვებდა. ცოტა ხნის შემდგომ როდესაც მიშამ ჩაი დალია და ხელისუფლება "ნაცებმა" გადაიბარეს, გოგიმ დამირეკა და მთხოვა შევხვედროდით ჩემს მეგობარ ზურაბ არსოშვილს და ნაცმოძაობის რამდენიმე გუნდის წევრს. ამ პერიოდისთვის ბოლნისის გამგებლად დანიშვნა ჰქონდა გამიზნული. შეხვედრა რესტორან ძველ სახლში შედგა, სადაც გოგის გამგებლად დანიშნვაც გადაწყდა.
რამოდენიმე დღეში გოგი მირეკავს და მეუბნება, რომ ბოლნისის გამგებლის მ.შ დაინიშნა მისი მეჯვარე ზვიად ვეშაპიძე!! ის ძალინ ნაწყენი იყო და მთხოვა ბოლნისში ჩავსულიყავით. ჩემი მანქანით ვესტუმრეთ ზვიადს კაბინეტში. ბევრი საუბრის, ბოდიშების ზვიადის მხრიდან მოსმენის შემდგომ ჩვენ თბილისისკენ დავიწყეთ მოძრაობა. სოფ: თელეთთან არ მისული გოგის ურეკავენ გენერალურ პროკურატურიდან და ეუბნებიან, რომ ის სასწრაფოდ უნდა მისულიყო დაკითხვაზე. ორიოდე წუთში მე მირეკავს ჩემი ახლო მეგობარი გენ.პროკურატურიდან და მაფრთხილებს. გოგის თუ მოიყვან, მას დააკავებენ ისევე როგორც სხვები დააკავესო. მე ვურეკავ ჩემს მეგობარს ვოვა ჯუღელს, რომელიც მაშინ იყო უშიშროების სამინისტროს ძებნის სამსახურის ხელმძღვანელი. ერთმანეთს ვხვდებით გაგარინის მოედანზე და ვოვას მიყავს აჭარის საზღვრამდე. იქ ხვდებიან ჩემი მეგობრები აჭარის უშიშროებიდან და გადაყავთ თურქეთში. საიდანაც ცოტა ხანში უკრაინაში გადადის.
ერთი წელი მისი და მისი მეუღლის, რომელიც ორ თვეში გავუგზავნე უკრაინაში საკმაოდ ძვირი სიამოვნება იყო. მინდა ავღნიშნო, რომ მას მხოლოდ 300$ ჰქონდა რადგან პარიზის საქორწილოდან ახალი ჩამოსულები იყვნენ. უცხოეთში ერთ საქმეზე გენ.პროკურატურა 1200000 ლარს თხოულობს, სახელმწიფოსადმი მიყენებულ ზარალის გამო. გოგის მეგობრებიდან მისი ერთწლიანი ძებნაში ყოფნის პერიოდში, მხოლოდ აქტიურად დახმარების მიზნით მხოლოდ დათო ნიკილაიშვილი ჩანდა. მოკლედ, ჩემი მეგობრების დახმარებით, განსაკუთრებით კი გენ.პროკურატურის საფინანსო-სამეურნეო სამსახურის მოადგილის დათო ფანცულაიას გვერდში დგომით საპროცესო გარიგებაზე 50000 ლარზე დაგვთანხმდნენ. მისი ძებნაში ყოფნის პერიოდში მე უამრავ ხალხს დაუპირისპირდი, ვითომდა ისინიც თანამონაწილეები და მოვალეები იყვნენ მისი. მისი საქართველოში ჩამოსვლის შემდგომ რატომღაც ამ ხალხს არაფერი ემართათ თურმე!?
საპროცესო გარიგება შედგა მაგრამ ამით ყველაფერი არ დასრულებულა. გოგის მარნეულში მცხოვრებნი უჩიოდნენ სხვა საქმეებზე და ფულის სასწრაფოდ დაბრუნებას სთხოვდნენ. გოგიმ ჩემი ბინის ჩადება მთხოვა ბანკში, რაზედაც მე უარი ვუთხარი იმ მიზეზით, რომ ისედაც ბევრი ვალები გვქონდა მისი პრობლემების გამო. მას ბოლნისში ორი სახლი ჰქონდა პლიუს ბიზნეს ფართები და თბილისის ბინა 160 კვადრატამდე. მან მითხრა, რომ ყველაფერი ჩადო უკვე ბანკში. მე ამ დროისთვის შიდა-ქართლში ფინანსურ პოლიციაში თანამდებობაზე ვმუშაობდი როდესაც დედაჩემი გამოიყენა შუამავლად და მას ათხოვნინა ამის გაკეთება. მეორე შეხვედრაზე დედაჩემს ბინის საბუთები გადავეცი და ვუთხარი, რომ დედა ეს ბინა დიკარგება და ბავშვები ქუჩაში დამრჩება - მეთქი. დედაჩემმა მიპასუხა, რომ ის იყო პასუხისმგებელი. მე მას დავემშვიდობე და გორისკენ წავედი სამსახურში. არ გასულა ექვსი თვე და ბინაზე საღამო ხანს ორი შუახნის ქალბატონი და ერთი მამაკაცი მომადგნენ. მე მეგონა ბანკში 13000$-ში იყო ჩადებული ბინა. თურმე მევახშეებისგან 21000$ აუღიათ მის ცოლეურებს და კაპიკი არ იყო გადახდილი. როგორც იმ მევახშეებმა მითხრეს სომეხი ქალბატონი და მისი შვილი გამოვიდნენ ჩვენთან კონტაკტზეო. მე მაშინვე მივხვდი, რომ მისი სიდედრი და ცოლისძმა იყვნენ. მოკლედ სასწრაფოდ 33000$ უნდა გადამეხადა. მე ბუნებრივია ეს თანხა არ მქონდა და იძულებული გავხდი ოჯახისთვის ბინა მექირავა. ბოლნისში გადმოსვლა გვინდოდა საცხოვრებლად სახლში, რომელიც აწგარდაცვლილ ჩემი შვილის უნდა ყოფილიყო, მაგრამ ისიც ასე მოტყუებით კაპიკებში გაყიდული აღმოჩდა.
ბოლნისის სახლის გაყიდვის ამბავი თითქმის გაყიდვიდან 7-8 თვის შემდგომ შევიტყვე. გოგი ბოლნისში მშობლებთან მისულა და უთქვამს, რომ თუ ორ დღეში 25000$ არ გადავიხდი, დამიჭერენო. მე მას თავიდანვე ვუთხარი სულხან-საბას 50-ში მდებარე სახლში და ბიზნეს ფართში 75000$-იანი მყიდველი იყო და ის გავყიდოთ - თქო. მაგრამ ქონებაზე და თანამდებობაზე გადარეულმა ასე გაწირა ჩემი შვილები ქუჩაში დასარჩენად.
ჩემი მდგომარეობა საშინელი იყო!! მე სამსახურში წასვლაზეც უარი ვთქვი. ექვსი თვე ჩემს პოზიციაზე არავის ნიშნავდნენ. მე განცხადება დავწერე წამოსვლაზე და ერთი წელი სამსახურში გასვლის თავიც კი არ მქონდა, მაშინ როდესაც ყველაზე მეტი წინსვლის რეალური შანსი მქონდა. 11-წელი შვილები ქირით ვაცხოვრე და მიუხედავად ფინსური პრობლემებისა, იმდენი შევძელი მაშინ სამი ვაჟის მამამ, ორი უფროსი შვილი უმაღლესში მოხვედრილიყვნენ. დედაჩემი გარდაცვალებამდე მე და ჩემმა მეგობარმა გიჩო კოპალეიშვილმა ორი დღით ადრე ვნახეთ. მისი ბოლო სიტყვები იყო, ვერ მოვერიე, შვილო, ხომ იციო!! ორ დღეში ღამის ორ საათზე გიჩომ მომაკითხა, დედაჩემს გული გახეთქვია!!
2013 წელს ბოლნისის "ოცნების" გუნდში დიდი შიდა დაპირისპირება იყო. ეს ინფორმაცია გოგის ჰქონდა და აქტიურად დაიწყო მოძრაობა ბოლნისის შტაბი უფროსის პოზიცია ჩაეგდო ხელში, მაგრამ მას ამაში ხელს უშლიდა ჩემს ოჯახთან უთანხმოება და ჩემს უფროს ვაჟთან დაიწყო კონტაქტი. საათის და სხვა ნივთების ჩუქებით. როდესაც მან რაღაც კონტაქტები მოძებნა "ქართულ ოცნებაში" ჩემთან შეხვედრა ითხოვა, რა დროსაც თავის მიზნებზე მესაუბრა. მე მეგონა ის ნანობდა თავის ჩადენილ არასწორ ნაბიჯებს ან მე ასე მინდოდა, რომ ყოფილიყო. მე მას გვერდში დგომა აღვუთქვი და მჭიდრო ურთიერთობაში მაშინდელ ბოლნისის სუს - ის შეფმა ჩემთან სამ თვიანი ყოველდღიური ''მეგობრობის'' შედეგად დასკვნაც გააგზავნა გოგი მეშველიანზე, როგორც სასურველ კანდიდატზე.
2015 წელს ჩემმა უფროსმა ვაჟმა გარკვეული შეცდომები დაუშვა, რის გამოც ფინანსური პრობლემები უფრო დაგვიმძიმდა. მან რამდენიმეჯერ კაზინოში ითამაშა და რამდენიმე ათასი ლარის სესხება დამჭირდა ნათესავისგან. ლევანმა ვენების გადაჭრით თვითმკვლელობა სცადა. ამ ამბის შემდეგ მე ჩემი მეუღლე და ლევანიმ ვისაუბრეთ მშვიდად და მოფერებით, ვთხოვე, რომ მსგავსი რამ არც კი ეფიქრა. ფინანსებს რამეს ვუშველით - თქო მაგრამ შენ ან ჩვენ რაღა გვეშველება - თქო!! ლევანი ძალიან ამაყი ბიჭი იყო და იმას დარდობდა, რომ ისედაც მძიმე მდგომარეობაში მყოფნი უარესად დაგაზარალეთო!! მე დახმარება მინდოდაო!! ისედაც რაც ბიძაჩემმა დაგვაზარალა, მე უფრო დაგიმატეთო!!
ლევანი 21 წლის იყო და შეყვარებული ჰყავდა, სახლი რომელიც მისი უნდა ყოფილიყო, ბიძამისის სიხარბემ და არაკაცობამ შეიწირა!!!
2015 წლის 25 ნოემბერს ლევანმა თვითმკვლელობით დაასრულა ცხოვრება 21 წლის ასაკში!!! მე როგორც შევპირდი, უღალატოდ ვედექი გვერდში, მაგრამ გვერდში დგომა მხოლოდ ცალმხრივი და გამოყენებითი ხასიათის ყოფილა. 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებამდე ხუთი თვით ადრე ბოლნისში გადავედი საცხოვრებლად, რათა მაქსიმალურად შემესრულებინა ჩემი დანაპირები. მე ამ დროისთვის საკმაოდ სავალალო ჯანმრთელობის მდგომარეობა მქონდა, დღეში ენ რაოდენობით გამაყუჩებელს და სპაზმის მომხსნელებს ვიღებდი, რითაც უფრო გავირთულე ჯანმრთელობის მდგომარეობა. ასევე ჩემს მეუღლეს საკმაოდ რთული ჯამრთელობის პერიოდი ჰქონდა, რაც გარკვეულწილად ფინანსურ პრობლემებთანაც იყო დაკავშირებული.
გოგისთან ამ თემებზე ხშირად მქოდა საუბარი და მიწერ-მოწერაც, რაზეც მან დახმარებაზე პირობაც მომცა. მეშვიდე წელია იპოთეკით ნაყიდი ბინაში ვცხოვრობთ და ჩემი ფინანსური მდგომარეობა საშინლად დამძიმდა, მითუმეტეს მის მიერ შექმნილ პრობლემების გამო, ძველი ვალების გადახდა წვალებით თითქმის დავასრულე.
მე გოგისთან ხშირად მქონდა იმ თემებზე საუბარი, თუ რა შემოსავლებიც ჰქონდა მას სხვა და სხვა მხრიდან! მათ შორის ბოლნისის სიონიდან დიდი თანხების მითვისებაზე. 2019 წლის პანდემიის დასაწყისსაც მინდა შევეხო. ორი თვე ვითომდაც, რომ ძაან ღელავდა რაიონის ბედზე. ყოველ დღეს სუფრა იყო გაშლილი მერიაში და 15 კილო მოიმატა ორ თვეში. მხოლოდ ერთ დღეს 35000 ლარი ქეშად ჩამოუტანეს თბილისიდან სხვადასხვა მეწარმე ბიზნესმენებისგან მოწოდებული. მხოლოდ ქეშად ხდებოდა ძირითადად ფულის გამორთმევა მეწარმეებისთვის პირადად მისი მხრიდან. მიზეზს ასეთი საქციელისთვის ალბათ დიდი მიხვედრა არ უნდა.
მოკლედ არჩევნების დასრულების შემდგომ უამრავი ადამიანი მაწუხებს დანაპირების შესრულებასთან დაკავშირებით. ზოგი ფინანსური და ზოგი სახელმწიფოსთან არსებულ სხვადასხვა პრობლემებზე. აბსოლუტურად ყველა მათგანი იყო გოგი მეშველიანის მხრიდან გადაგდებული!! მე კი ძალიან უხერხულ მდგომარეობაში აღმოვჩნდი!! მე 2020 წლის 15 დეკემბერს ოპერაცია გავიკეთე და მდგომარეობა ერთი თვის მანძილზე ძალიან დამიმძიმდა. 2021 წლის 15 იანვარს ყბა - სახის ქირურგ ონკოლოგმა ოპერაცია ჩამიტარა. სიმსივნე ამომკვეთა და ყბის ძვლის ნაწილობრივი ამოკვეთაც გახდა საჭირო. მე და ჩემს მეუღლეს სესხს გვაძლევენ ჩვენი მეგობრები თბილისში. ამავე დროს სხვა და სხვა ბანკებიდან სესხს ვიმატებთ ჯამრთელობის პრობლემების მოსგვარებლად. ვყიდი ძვირფას ნივთებს, ჩემ იარაღის კოლექციის დიდ ნაწილს. გოგი მეშველიანი კი რამდენიმე ასეულ ათას ლარს ხარჯავს ძვირადღირებული ავტომობილის, ბოლნისის სახლის რემონტის, ცენტრალური გათბობის, უძვირფასესი ავეჯის, ანტიკვარული იარაღების და სხვა ძვირფასეულობის შეძენაში!!!
ცენტრალური ოფისიდან გოგი მეშველიანს 500 000 ლარი გადაეცა 200 - ლარიანი კუპიურებით და ზუსტად ამ თანხის მეტი წილი მის პირად გამდიდრებას ხმარდება!! კიდევ სხვა თანხები რომელიც საარჩევნოდ გადაეცა მას საქმისთვის პირადი მოხმარებისთვის. არჩევნების დასრულებიდან რამოდენიმე თვეში გოგი მეშველიანი და გიორგი მირიანაშვილი ერთმანეთს თანხების გაქრობაში ედავებიან!! მე ახალი ნაოპერაციები ვიყავი და საუბარი მიჭირდა, ამიტომაც წერილობით ვკონტაქტობდით ძირითადად. ის ყველაფერს მალავდა და უარყოფდა მაგრამ ფაქტები ჯიუტია და მას ვერსად გაექცევი. მისი პასუხი კი იყო ის, რომ მას მე ფეხებს ვერ მოვჭამდი და ვერც ვერავინ ვერ დააკლებდა რამეს. ყველამ კარგად იცით ბოლნისის რაიონში თუ როგორ ვედექი მას გვერდში. მე მას შევპირდი, რომ გვერდში დგომაც ვიცი და მტრობაც. ეს მისი ბოლო სამაჟორიტარო არჩევნები იყო და ჩემი თამადობით მან ყველა გამოიყენა!!! სოც.ქსელი და ტელევიზია მე მხოლოდ იმისთვის მჭირდება, რომ ნიღაბი ჩამოვხსნა ნაძირალას, რომელიც ჩემთვის მიუღებელი წესით ცხოვრობს!! სოც.ქსელის და ტელევიზიის მიზანი მხოლოდ ინფორმაციის მოწოდებაა!! გოგიმ მითხრა, ვნახავ ერთი რისი თავი გაქვსო!!?? ამ საშუალების იქითაც ბევრი რაიმეს თავი მაქვს ბატონო პოლიტიკოსო და ამის მომსწრე ყველა გავხდებით!! მე მარტო ჩემი სახელით არ ვსაუბრობ და მხოლოდ ჩემს თავზე არ ვაგებ პასუხს!! ჩემს ოჯახს შენ რაც დაუშავე და ჩემი შვილის ტრაგედიში ზუსტად შენ ხარ დამნაშავე!! მნიშვნელობა არ აქვს როგორ ან რამდენ ხანს ვიცოცხლებ, ამ ყველაფერზე პასუხი უნდა აგო!!!" - წერს გოჩა მეშველიანი.