დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, ვაქცინირებულ პირებს შორის ვირუსის გადადების შანსი ბევრად მცირეა, ვიდრე პირიქით.
„აცრილიდან აცრილზე გადადების შანსი ბევრად უფრო მცირეა, ვიდრე აცრილიდან აუცრელზე, ან აუცრელიდან აცრილზე“, - აცხადებს გამყრელიძე.
ამასთან, მისვე განმარტებით, სრულად ვაქცინირებულ პირებში ინფიცირების შემთხვევა ძალიან მსუბუქი იყო და ჰოსპიტალიზაცია მათ მცირე ნაწილს დასჭირდა.
„სამწუხაროდ, გვაქვს სამი გარდაცვალება ორჯერ აცრილებში“, - აცხადებს გამყრელიძე.
როგორც მან აღნიშნა, გლობალურად, მთელ მსოფლიოში კოვიდი, დღეს ბოლო თვენახევრის განმავლობაში, სიკვდილიანობის ნომერ პირველი მიზეზი გახდა, „სამწუხაროდ, ბოლო სამ კვირაზე მეტია ჩვენთანაც. მან გადააჭარბა სიკვდილიანობის პირველ მიზეზს, გულსისხლძარღვთა დაავადებას, მეორე მიზეზს - სიმსივნეს. ამიტომ, ეს ძალიან სერიოზული საკითხია. ყველა ათასი ინფიცირებულიდან, სამწუხაროდ, იღუპება, 10-15-20 ადამიანი, გააჩნია სიმძიმეს და თანმხლებ დაავადებებს“, - აცხადებს ამირან გამყრელიძე.