ავტორი:

"აფხაზეთში ტყვია ვერ მოგერია და როგორ ვერ დაამარცხე ეს საზარელი სახადი" - კორონავირუსს ამპუტანტთა ფეხბურთის ასოციაციის პრეზიდენტი ემსხვერპლა

"აფხაზეთში ტყვია ვერ მოგერია და როგორ ვერ დაამარცხე ეს საზარელი სახადი" - კორონავირუსს ამპუტანტთა ფეხბურთის ასოციაციის პრეზიდენტი ემსხვერპლა

კორონავირუსს, სამწუხაროდ, საქართველოში არაერთი ადამიანი ემსხვერპლა. ყოველ დღე ვიგებთ ამბავს ვირუსის მსხვერპლთა შესახებ. კოვიდით გარდაცვლილთა შორისაა საქართველოს ამპუტანტთა ფეხბურთის ასოციაციის პრეზიდენტი, დავით(ავთანდილ) ჩიხლაძეც.

ინფორმაციას და სამძიმრის წერილებს კი სოციალურ ქსელში მისი მეგობრები ავრცელებენ.

"ვიწყებ კოვიდის განადგურებასო და ეს არის?! ტყვიამ ვერ მოგკლა და ვირუსი მოგერია?! როგორი იმედი გვქონდა, რომ მართლა დაამარცხებდი. სიცოცხლის სიყვარული, მებრძოლი სული და მოუსვენარი ხასიათი დაგამარცხებინებდა, ასე გვეგონა, მაგრამ შენც ამ საზიზღარ სენთან ბრძოლას შეეწირე.ვინ იცის, ომის დროს თუ ომის შემდეგ, რამდენ "დეშებელს" გემშვიდობებით უკვე. თქვენზე ყველაზე მეტად მეწვის გული, ჩემო ბიჭებო.უფალს ებარებოდეს შენი სული, "ჩეჩენ". უმალ ჩვენს ბიჭებს მიაშურებ, ალბათ.იმ ქვეყნად შეხვედრამდე, ძმაო!!!" - წერს გარდაცვლილის ერთ-ერთი ახლობელი, ზაირა მიქატაძე

"მშვიდობით, ჩეჩენ....ვერ წარმომიდგენია,რომ აღარ მოხვალ ჩვენთან სამსახურში და ჩემი ოთახის ზღურბლიდან აღარ შემომძახებ სიცილით_ როგორც არ უნდა მეჩხუბო და მეკამათო, მაინც ამპუტანტ ფეხბურთელთა" დედა"ხარო... ნათელი და სანთელი შენს სულს... როგორ გინდოდა სიცოცხლე... აფხაზეთში ტყვია ვერ მოგერია და როგორ ვერ აჯობე, ვერ დაამარცხე ეს საზარელი სახადი.. როგორ ძალიან მენანები, ადამიანო! ღმერთო! გევედრები, დაასრულე ეს ჯოჯოხეთი... ვეღარ ვუძლებ ამდენ სიკვდილს..." - ვკითხულობთ კიდევ სამძიმრის კიდევ ერთ წერილში.