ავტორი:

"მოდის და ჟანგბადს გეცილება, არ გაძლევს სუნთქვის საშუალებას.. ეს პატარა ომი არაა" - რას წერდა სოციალურ ქსელში ბიზნესმენი გოგი ხაზარაძე, რომელიც ვირუსმა იმსხვერპლა

"მოდის და ჟანგბადს გეცილება, არ გაძლევს სუნთქვის საშუალებას.. ეს პატარა ომი არაა" - რას წერდა სოციალურ ქსელში ბიზნესმენი გოგი ხაზარაძე, რომელიც ვირუსმა იმსხვერპლა

ბიზნესმენი გოგი ხაზარაძე კორონავირუსით გარდაცვლილი კიდევ ერთი მოქალაქეა. ის კვირების განმავლობაში ებრძოდა ვირუსს, თუმცა სამწუხაროდ, დამარცხდა. აი, რას წერდა ის პირველ აგვისტოს სოციალურ ქსელში:

"მე, პირადად, ჩემს თავს გადახდილი უტყუარი ფაქტებით შემოგეხიდებით და აცრა უნდა გაიკეთოთ თუ არა, რაციონალურად მიუდექით და გადაწყვიტეთ. ჩემი აზრით, აუცილებლად გასაკეთებელია...

დღემდე ვერ მოვიკრიბე ძალა, რომ აქ დამეწერა რამე. ახლა შევძელი მხოლოდ...

დიდი ვერაგი რამ ყოფილა ეს კოვიდი. მოდის და ჟანგბადს გეცილება, არ გაძლევს სუნთქვის საშუალებას.ეს პატარა ომი არაა. ომობ კოვიდთან და მეორეს მხრივ საკუთარი თავის ფსიქოლოგიასთან, რათა აუცილებელია არ გატყდე, არ დანებდე...

თავს მოუფრთხილდით", - წერდა გოგი ხაზარაძე.

  • დღეს უკვე მისი მეგობრები და ახლობლები გარდაცვალების შესახებ ავრცელებენ ინფორმაციას და წერენ, რომ ვირუსთან ბრძოლაში ის დამარცხდა.

გიო გველესიანი: ქუთაისმა დაკარგა თავისუფლების ღირსების და ადამიანობის ეტალონი გოგი ხაზარაძე რანაირად მედგრად იბრძოლა ვერაგი ვირუსის წინააღმდეგ თუმცა ვერ შეძლო დამარცხება! სიტყვები ზედმეტია გოგი. რა უნდა ვთქვა ერთადერთი შემიძლია მოგცე პირობა რომ როგორი ღირსეული ქვეყანა შენ გინდოდა აუცილებლად ვიბრძოლებ ამ ყველაფრისთვის.

მეგან გურგენიძე: ჩემო სიცოცხლე როგორ ჩამოვიდე ქუთაისში, როგორ მოვიდე სახლში სადაც შენ არ დამხვდები, თბილად ჩამეხუტები და ვილაპარაკებთ საათობით მონატრებულები როგორ შევხედო ნარგიზას, ქეთის, ბავშვებს ან საერთოდ როგორ დავიჯერო უშენობა არვიცი, მაშინ როცა საკუთარი სახლის კარზე ადრე თქვენი ნახვა და თქვენთან შემორბენა მიხაროდა ყველას გული და სული წაიღე.

როგორც Ambebi.ge-სთან საუბრისას გარდაცვლილის ერთ-ერთი მეგობარი ამბობს, სამწუხაროდ, გოგიმ აცრა ვერ მოასწრო და მას ვაქცინა გაკეთებული არ ჰქონდა.