ავტორი:

"კარგად მოიქეცით, თორემ ამ მიკროფონს დაკარგავთ" - თეა წულუკიანი "მთავარი არხის" ჟურნალისტს (ვიდეო)

"კარგად მოიქეცით, თორემ ამ მიკროფონს დაკარგავთ" - თეა წულუკიანი "მთავარი არხის" ჟურნალისტს (ვიდეო)

"კარგად მოიქეცით, თორემ ამ მიკროფონს დაკარგავთ" - ასე მიმართა კულტურის მინისტრმა თეა წულუკიანმა "მთავარი არხის" ჟურნალისტს, რომელიც დაინტერესდა იმით, თუ როდის დაუბრუნდებდა მინისტრი ჟურნალისტ ემა გოგოხიას მიკროფონს.

"ჩვენს რეგიონულ კორესპონდენტს, ემა გოგოხიას ძალიან სჭირდება მიკროფონი, თუ შეიძლება გვითხრათ, როდის დაგვიბრუნებთ მიკროფონს“, - ჰკითხა ჟურნალისტმა წულუკიან, რაზეც მინისტრმა მიუგო, რომ ის მიკროფონს სამ ოქტომბერს დააბრუნებდა.

კითხვას, თუ რას უკავშირდება ეს თარიღი, წულუკიანმა ასე უპასუხა - "ეს თქვენ თვითონ ნახეთ, რას უკავშირდება... თქვენ კარგად მოიქეცით, თორემ ახლა ამ მიკროფონს დაკარგავთ“, - უთხრა წულუკიანმა "მთავარი არხის" ჟურნალისტს.

ცნობისთვის, ივლისში საქართველოს კულტურის მინისტრმა, ვიცე-პრემიერმა თეა წულუკიანმა, რომელიც სენაკში თეატრის გახსნას ესწრებოდა, "მთავარი არხის“ ჟურნალისტს, ემა გოგოხიას მიკროფონი გამოართვა.

"დღეს, ამ მიკროფონით ვხსნი ქართუ ფონდის მიერ საოცრად რეაბილიტირებულ სენაკის თეატრს! სიმბოლურია. ფორმულას თუ გლავკანალს (ემას ვცნობ და ლოგოს ვერა) კი მოუწევს ისეთი ჟურნალისტის დანიშვნა რეგიონში, რომელსაც, როცა თავს ესხმის უკვე დარბაზში შესულ რესპონდენტს (რომელმაც მანამდე კითხვებს ფოიეში პასუხები გასცა), აქვს შნო, მარტივად არ განაიარაღებინოს თავი ვისმეს. არ დავაბრუნებ! ამ მიკროფონით უნდა გაუწყოთ ამიერიდან გაკეთებული საქმეების შესახებ", - დაწერა წულუკიანმა "ფეისბუქზე"

ნახეთ ვიდეო: