ავტორი:

ლუისიანა ლოპილატოს სკანდალური სასიყვარულო ურთიერთობები და გადატანილი უმძიმესი განსაცდელი - როგორ ცხოვრობს და როგორ გამოიყურება დღეს "მია" 2000-იანი წლებიდან

ლუისიანა ლოპილატოს სკანდალური სასიყვარულო ურთიერთობები და გადატანილი უმძიმესი განსაცდელი - როგორ ცხოვრობს და როგორ გამოიყურება დღეს "მია" 2000-იანი წლებიდან

Rebelde Way 2000-იანი წლების ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული სერიალია, რომელსაც თითქმის ყველა მოსწავლე უყურებდა. "მეამბოხე სულები“ იმ პერიოდის მოზარდების ცხოვრების განუყოფელი ნაწილი გახდა.

თინეიჯერებს სურდათ, სერიალის გმირების მსგავსი ცხოვრება ჰქონოდათ, ჩაეცვათ მათ მსგავსად, ან უბრალოდ, ყოფილიყვნენ ისეთივე მეამბოხეები, როგორებიც საყვარელი გმირები. არგენტინულ სერიალს 2002-2003 წლებში იღებდნენ.

ყველას თავისი ფავორიტი გმირი ჰყავდა, მაგრამ ის, ვინც თითქმის ყველას მოსწონს, მია კალუჩი გახლდათ, მომხიბვლელი გოგონა, რომელმაც მარტივად დაიპყრო მაყურებლის გული. მიას როლს ლუისანა ლოპილატო ასრულებდა, რომლისთვისაც მია კარიერის მთავარი გმირი გახდა და რომელმაც თინეიჯერი გოგონას ცხოვრება მთლიანად შეცვალა.

მსახიობი ახლა 34 წლისაა. მომხიბვლელი ლუს ცხოვრება სერიალის დასრულების შემდეგ საკმაოდ რთული და ბევრი დაბრკოლებით სავსე აღმოჩნდა.

2000-2004 წლებში ლოპილატოს რომანტიკული ურთიერთობა ჰქონდა "მეამბოხე სულებიდან“ თავისივე პარტნიორ ფელიპე კოლომბოსთან, თუმცა, 2004 წელს ისინი ერთმანეთს დაშორდნენ, მალევე პრესა მსახიობის ახალ სიყვარულზე წერდა, ლუმ რომანი გააბა არგენტინელ მსახიობ, მარიანო მარტინესთან, თუმცა 2006 წელს მასაც დაშორდა.

შემდეგ იყო რომანი ჩოგბურთელ ხუან მონაკოსთან, თუმცა მასაც ორ წელიწადში, 2009 წელს დაშორდა.

პირად ცხოვრებაში არ უმართლებდა და მისი ურთიერთობები ორ წელზე მეტხანს არ გრძელდებოდა, თუმცა ბოლოს შეხვდა მას, ვისთანაც ბევრი საერთო და რაც მთავარია, ნამდვილი სიყვარული იპოვა - მსახიობმა ცხოვრება პოპულარულ კანადელ მომღერალს დაუკავშირა. წყვილი 2009 წელს დაინიშნა, 2011 წლის 31 მარტს მათ არგენტინაში იქორწინეს, ხოლო აპრილში კანადაში გადაიხადეს დიდი ქორწილი.

წყვილს სამი შვილი ჰყავს.

  • ოჯახის მთავარი განსაცდელი

სამწუხაროდ, ლუს და მაიკლის ოჯახს უდიდესი განსაცდელი ელოდა. როდესაც მათი შვილი, ნოა სამი წლის გახდა, ექიმებმა სიმსივნის დიაგნოზი დაუსვეს. მოგვიანებით მსახიობი იხსენებდა, რომ თავდაპირველად, როცა ბავშვი ავად გახდა, არგენტინაში იმყოფებოდა, არგენტინელმა ექიმებმა უთხრეს, რომ პატარას ყბაყურა ჰქონდა, რაც არასწორი დიაგნოზი იყო. მოგვიანებით ულტრაბგერითი გამოკვლევის შემდეგ, ექიმებმა უთხრეს, რომ შესაძლოა, ბავშვს სიმსივნე ჰქონოდა.

"მაიკლი იმ დროს ჩემ გვერდით არ იყო, ის მნიშვნელოვან საქმეზე ინგლისში იმყოფებოდა. მე კი ექიმები ზუსტად ვერ მეუბნებოდნენ, რა სჭირდა ნოას. სასწრაფოდ შტატებში გავფრინდი“, - იხსენებს მსახიობი და ამბობს, რომ პატარას სიმსივნე ლოს ანჯელესში დაუდგინეს.

ლუისანა დიდი დროის განმავლობაში ამ თემაზე ვერ საუბრობდა. გაუქმებული ჰქონდა სოციალური ქსელები. საბედნიეროდ, ყველაფერი კარგად დასრულდა და დროული ჩარევის შედეგად, პატარამ სიმსივნე დაამარცხა.

ლუ ამ ამბავს დღემდე ცრემლებით იხსენებს და ამბობს, რომ ეს მის ცხოვრებაში ყველაზე კოშმარული პერიოდი იყო - "ცუდი უკან დარჩა, აღარ მინდა ამაზე ვიფიქრო, გაფიქრებაც კი ცუდად მხდის“, - ამბობს ლოპილატო.

"ნოა ჩვენს ცხოვრებაში შემოვიდა იმისთვის, რომ სიხარული, ბედნიერება და სიყვარული შემოეტანა, ის არის ბიჭი, რომელმაც გვასწავლა, როგორ უნდა ვიყოთ ერთად განსაცდელისას და როგორ ვებრძოლოთ დაბრკოლებებს“, - ამბობს ლოპილატო.

მაიკლსა და ლუისანას დღეს ბედნიერი ოჯახი აქვთ. არგენტინელი მსახიობი აქტიურია სოციალურ ქსელებში და გამომწერებს ხშირად უზიარებს ოჯახურ ფოტოებსა და ვიდეოებს. გარდა ამისა, ის დატვირთულია კარიერული თვალსაზრისითაც, მონაწილეობს სხვადასხვა სარეკლამო კამპანიებში.

ლოპილატოს ფილმოგრაფიაში არაერთი ფილმი და სერიალია, თუმცა "მეამბოხე სულების“ მსგავსი წარმატება მისთვის არც ერთ ნამუშევარს არ მოუტანია.

მისი ერთ-ერთი ბოლო ნამუშევარია ფილმი Intuition, რომელიც ეკრანზე 2020 წელს გამოვიდა. კრიმინალურ თრილერში ლოპილატო მთავარ როლს ასრულებს, პარტნიორობას კი პოპულარული არგენტინელი მსახიობი, ხუაკინ ფურიელი უწევს.