საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებას ეხმაურება:
"ეს რა საზრიანი ჰყავს გამჩენს (ივანიშვილს)", - წერს სააკაშვილი და პრემიერის განცხადების ციტატას აქვეყნებს.
როგორც ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, "ბოლოჯერ აფრთხილებს მიხეილ სააკაშვილს, ნუ ერევა ქვეყნის შიდა პოლიტიკურ საქმეებში".
შეგახსენებთ, ორი დღის წინ მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა, რომ მის გეგმებსა და საქართველოში მიმდინარე პროცესებში ჩართვასთან დაკვშირებით განცხადებას 6 სექტემბერს გააკეთებს. ამის შესახებ სააკაშვილმა "ფეისბუქის" პირად გვერდზე დაწერა.
„ორშაბათს გავაკეთებ განცხადებას ჩემს გეგმებზე და საქართველოში მიმდინარე პროცესებში უშუალოდ ჩართვაზე“, - წერდა სააკაშვილი.