ავტორი:

"ველოდები, უნდა ჩავუჯდე სახლში, ორშაბათამდე არ მოვშორდები "ფეისბუქს" და ტელევიზორს" - კახა კალაძე მიხეილ სააკაშვილის განცხადებაზე

"ველოდები, უნდა ჩავუჯდე სახლში, ორშაბათამდე არ მოვშორდები "ფეისბუქს" და ტელევიზორს" - კახა კალაძე მიხეილ სააკაშვილის განცხადებაზე

ველოდები, ახლა მივდივარ სახლში, უნდა ჩავუჯდე ორშაბათამდე „ფეისბუქს" და ტელევიზორს, - ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ ჟურნალისტებთან განაცხადა, რითაც საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშილის განცხადებას გამოეხმაურა, სადაც სააკაშვილმა ორშაბათს საქართველოსთან დაკავშირებით მის გეგმებზე განცხადების გაკეთება დაანონსა.

კალაძემ ტელევიზიებს თხოვნით მიმართა, რომ სააკაშვილის განცხადება პირდაპირ ეთერში გაუშვან.

„აუ, ველოდები. ახლა მივდივარ, უნდა ჩავუჯდე სახლში, ორშაბათამდე არ მოვშორდები „ფეისბუქს“ და ტელევიზორს. მინდა ვთხოვო და მოგმართოთ თქვენც, რომ აუცილებლად პირდაპირ ეთერში აჩვენოთ, რომ ვნახოთ“,- განაცხადა კალაძემ.

შეგახსენებთ რომ, საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი მის გეგმებსა და საქართველოში მიმდინარე პროცესებში ჩართვასთან დაკავშირებით განცხადებას 6 სექტემბერს გააკეთებს. ამის შესახებ მან სოციალურ ქსელში დაწერა.