ავტორი:

ვინ არის პილოტი, რომელმაც თბილისი-ვენის ავიარეისის თვითმფრინავი უსაფრთხოდ დასვა და მგზავრები გადაარჩინა - "უმაღლესი ხარისხის პილოტია... მშვენივრად შეასრულა მასზე ნაკისრი ვალდებულება"

ვინ არის პილოტი, რომელმაც თბილისი-ვენის ავიარეისის თვითმფრინავი უსაფრთხოდ დასვა და მგზავრები გადაარჩინა - "უმაღლესი ხარისხის პილოტია... მშვენივრად შეასრულა მასზე ნაკისრი ვალდებულება"

თბილისი-ვენის ავიარეისი, რომელსაც აფრენის შემდეგ ტექნიკური პრობლემა შეექმნა, თბილისის აეროპორტში უსაფრთხოდ დაჯდა. თვითმფრინავი თბილისის თავზე ორი საათის განმავლობაში დაფრინავდა, საბოლოოდ კი პილოტმა მისი უსაფრთხოდ დასმა მოახერხა.

"ჯორჯიან ეარვეისის“ გენერალური დირექტორი რომან ბოკერია ჟურნალისტებთან საუბრისას ამბობს, რომ თვითმფრინავი აფრენამდე პროტოკოლის მიხედვით შემოწმდა.

"ეს არის ავიაციაში უმნიშვნელო ტექნიკური ხარვეზი, როდესაც შასი არ დაიხურა გაფრენისას და პროტოკოლის შესაბამისად, ხომალდის მეთაურმა უნდა დასვას თვითმფრინავი აეროპორტში, გაიაროს თავიდან შემოწმება, აღმოფხვრას ხარვეზი, მიიღოს ნებართვა და განახორციელოს ეს რეისი, რაც პროტოკოლის შესაბამისად განხორციელდა. ყველაფერი არის ნორმაში და რეისი შესრულდება ხარვეზის გარეშე“, - განაცხადა რომან ბოკერიამ.

ბოკერიას თქმით, პილოტი, რომელმაც უსაფრთხოდ დასვა თვითმფრინავი, თემურ თოლომაშვილია.

"თემურ თოლომაშვილი, უმაღლესი ხარისხის პილოტია, რომელმაც მშვენივრად შეასრულა მასზე ნაკისრი ვალდებულება, განახორციელა დაჯდომა პროტოკოლის შესაბამისად, უზრუნველყო საწვავის დაწვა, რათა უსაფრთხოდ განხორციელებულიყო დაჯდომა თბილისის საერთაშორისო აეროპორტში, დაისვენებს, ხოლო სხვა პილოტი განახორციელებს რეისს თბილისი-ვენა შემოწმებული თვითმფრინავით“, - ამბობს "ჯორჯიან ეარვეისის" დირექტორი.