ავტორი:

რას ამბობს კახა კალაძე საზოგადოებრივი ტრანსპორტის აღდგენასთან დაკავშირებით - "მაშინვე მივიღებთ ამ გადაწყვეტილებას"

რას ამბობს კახა კალაძე საზოგადოებრივი ტრანსპორტის აღდგენასთან დაკავშირებით - "მაშინვე მივიღებთ ამ გადაწყვეტილებას"

"როგორც კი ჩვენ მოგვცემენ შესაძლებლობას და გვეტყვიან, რომ დღეს არის ტრანსპორტის გახსნის შესაძლებლობა, მაშინვე მივიღებთ ამ გადაწყვეტილებას", - ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

მისივე თქმით, საზოგადოებრივი ტრანსპორტის ჩაკეტვის მთავარი მიზანი მობილობის შემცირებაა.

"საზოგადოებრივი ტრანსპორტის შეზღუდვის გადაწყვეტილება მიღებული არის საკოორდინაციო საბჭოს მხრიდან და როგორც კი ჩვენ მოგვცემენ შესაძლებლობას და გვეტყვიან, რომ დღეს არის ტრანსპორტის გახსნის შესაძლებლობა, მაშინვე მივიღებთ ამ გადაწყვეტილებას. რატომ მოხდა საზოგადოებრივი ტრანსპორტი ჩაკეტვა? იზრდებოდა ინფიცირებულთა რაოდენობა ძალიან სწრაფად, გვეღუპებოდა ძალიან ბევრი ადამიანი ყოველდღიურად და შესაბამისად, მობილობის დაგდება ეს იყო ერთ-ერთი მთავარი მიზანი და ამოცანა და დღეს უკვე ხედავთ შედეგებს.

უკვე წამოსულია ინფიცირებულთა რაოდენობა ქვემოთ და როგორც კი ჩვენ გვეტყვიან, რომ გაიხსნას საზოგადოებრივი ტრანსპორტი მაშინვე მეტრო, ავტობუსები, მიკროავტობუსები დაიწყებენ მუშაობას. მესმის, ძალიან რთულია, ძალიან მძიმეა, მაგრამ ყველაზე მთავარი არის ადამიანის სიცოცხლე და უსაფრთხოება. ჩემთვის მთავარი არის ადამიანების ჯანმრთელობა და სიცოცხლის უსაფრთხოება", - განაცხადა კალაძემ.