ჩინეთის მარეგულირებელი ორგანოების თქმით, გასართობ შოუებში “ფემინური“ გარეგნობის მქონე მამაკაცების ჩვენება აიკრძალება. ეს მარეგულირებელმა პროგრამებში "არაჯანსაღ შინაარსად" შეაფასა.
რადიოსა და ტელევიზიის ეროვნულმა ადმინისტრაციამ (NRTA) განაცხადა, რომ პოლიტიკური და მორალური ქცევა მსახიობების შერჩევაში კრიტერიუმებად უნდა ჩაითვალოს. ასევე შეწყდა “ტალანტების შოუს“ კონკურსების ზოგიერთი ფორმატი.
ხელისუფლებამ კი თავის მხრივ პირობა დადო, რომ “მასკულინურ“ მამაკაცებს ხელს შეუწყობს, ასევე გააკრიტიკა მამაკაცები, რომლებიც ბევრ კოსმეტიკას მოიხმარენ.
ამასთანავე, ნათქვამია, რომ პროგრამები, რომლებიც ხელს უწყობენ ტრადიციულ, ასევე "მოწინავე სოციალისტურ" კულტურას ან პატრიოტულ ატმოსფეროს, უნდა წახალისდეს.
ჩინეთში ხელისუფლება მკაცრ ცენზურას აწარმოებს სხვადასხვა მედიაპროდუქციის მიმართ. ფილმებში ხშირად ამოჭრილია შიშველი და სექსუალური სცენები და ა.შ.
თარგმნა თეონა რამაზაშვილმა