ავტორი:

"გახარიას ტენიან ნარკომანობას,  თუ მელიას?" -თამარ ჩერგოლეიშვილი

"გახარიას ტენიან ნარკომანობას,  თუ მელიას?" -თამარ ჩერგოლეიშვილი

"ტაბულას" დამფუძნებელი თამარ ჩერგოლეიშვილი, ნარკოტესტთან დაკავშირებით, თბილისის მერის კახა კალაძის განცხადებას ეხმიანება, რომელშიც კალაძე ამბობს: "პასუხის მიხედვით ყველანაირად სუფთა ვარ, მოვუწოდებ ყველა კანდიდატს, რომ გააკეთოს ანალოგიურად და საზოგადოებას შედეგები წარუდგინოს. მინდა, მივმართო სამხარაულის ეროვნულ ბიუროს, რომ მათ უფლება აქვთ გაასაჯაროონ შედეგები და ყველასთვის ხელმისაწვდომი იყოს.”

თამარ ჩერგოლეიშვილი "ფეისბუქის" პირად გვერდზე წერს:

"ამ კალაძეს ვინ ჰგონია კანდიდატებიდან ნარკოტიკების მომხმარებელი, ტვინი რომ წაიღო? ვერ გავიგე, რას ამტკიცებს. გახარიას ტენიან ნარკომანობას, თუ მელიას?" - წერს ჩერგოლეიშვილი