ავტორი:

"მეორედ მოსვლის მოლოდინი მაქვს, უეჭველი მოვა" - მამა სპირიდონ ცქიფურიშვილი

"მეორედ მოსვლის მოლოდინი მაქვს, უეჭველი მოვა" - მამა სპირიდონ ცქიფურიშვილი

სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია 5 ივლისს ჯგუფური ძალადობის ორგანიზებისა და ძალადობისკენ მოწოდების ფაქტებზე ზურაბ მახარაძისა და მღვდლის, სპირიდონ ცქიფურიშვილის მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნის დაწყებას მოითხოვს.

სპირიდონ ცქიფურიშვილს ჟურნალისტებმა დღეს კითხვებით მიმართეს და დაინტერესდნენ, ელის თუ არა მის წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივი დევნის დაწყებას, რაზეც მღვდელმა ასე მიუგო - "მეორედ მოსვლის მოლოდინი მაქვს, უეჭველი მოვა."

გარდა ამისა, სასულიერო პირმა ჟურნალისტებს უთხრა, რომ კითხვებით მისი ადვოკატისთვის მიემართათ.

“ჩემს ადვოკატს დაუკავშირდით და ის გიპასუხებთ.დავამთავრე ახლა მე თქვენთან საუბარი, ჰკითხეთ ადვოკატს და ყველაფერს გეტყვით ის", - აღნიშნა სპირიდონ ცქიფურიშვილმა.

ინფორმაციისთვის, სახალხო დამცველს დღეს შს მინისტრის მოადგილემ, ალექსანდრე დარახველიძემ უპასუხა, რომელმაც განაცხადა, რომ - "არ არის საქმეში საკმარისი მტკიცებულებები, რომ სახალხო დამცველის მიერ დასახელებულ პირებს ბრალი წაუყენონ."