ავტორი:

გოგა ჩანადირის ფოტორეპორტაჟი კოვიდკლინიკიდან - "რეანიმაციის შემხედვარეს აზრად არ მოგდის იმაზე ფიქრი, არსებობს თუ არა კოვიდ -19. დიახ, არსებობს..."

გოგა ჩანადირის ფოტორეპორტაჟი კოვიდკლინიკიდან - "რეანიმაციის შემხედვარეს აზრად არ მოგდის იმაზე ფიქრი, არსებობს თუ არა კოვიდ -19. დიახ, არსებობს..."

ფოტოგრაფმა გოგა ჩანადირმა თბილისის ცენტრალურ საავამდყოფოს კოვიდკლინიკაში ფოტორეპორტაჟი გადაიღო. საქართველო ახლა კორონავირუსის მეოთხე ტალღას ებრძვის. მძიმე ეპიდსიტუაციის ფონზე ექიმები თავდაუზოგავად იბრძვიან რეანიმაციულ განყოფილებებში...

გოგა ჩანადირი:

მე და ნინჩო ჯიბლაძე ვმსჯელობდით, როგორ დაგვეჭირა მხარი კოვიდთან მებრძოლი მედპერსონალისთვის. ნინჩოსგან ეს არც გამიკვირდა, რადგან მედიკოსებთან დაკავშირებულ "გალფის" აქტივობებს თვალს ვადევნებდი.

გადასაღებად თბილისის ცენტრალურ საავადმყოფოში ორჯერ მივედი და ხელი შემიწყვეს, რისთვისაც დიდ მადლობას ვუხდი "ვივო მედიქალ ჯგუფს."

ვერ აღგიწერთ, რა რთული იყო მუშაობა ადამიანურადაც, პროფესიულადაც.

ხედავ ვირუსთან მებრძოლ პაციენტებს და ამ პაციენტების გადასარჩენად მებრძოლ მედიკოსებს.

ეს ყველაფერი ისეთი მძიმე და ემოციურია, გამოსახატად სიტყვები არ მყოფნის.

რეანიმაციის შემხედვარეს აზრად არ მოგდის იმაზე ფიქრი, არსებობს თუ არა კოვიდ 19.

დიახ, არსებობს. ის ძალიან ვერაგია და მას მხოლოდ მედიკოსები ვერ გაუმკლავდებიან. რეანიმაცია გახსენებს, როგორი მნიშვნელოვანია პირადი პასუხისმგებლობა კორონაპანდემიის დასაძლევად და გადაღლი, დაქანცული მედპერსონალისთვის მუშაობის შესამსუბუქებლად.

არადა, ამ პასუხისმგებლობის გამოხატვა სულაც არ არის რთული. დიდი მადლობა მედპერსონალს! ყველას ჯანმრთელობას გისურვებთ!“ - წერს ჩანადირი.