ავტორი:

"საქართველოში დაბრუნებისას არავის წინ არ ავიფარებ, არც ევროპარლამენტარს - თან გამოვიყოლო ჯვაროსნების ლაშქარი, ეს არ მოხდება" - სააკაშვილი

"საქართველოში დაბრუნებისას არავის წინ არ ავიფარებ, არც ევროპარლამენტარს - თან გამოვიყოლო ჯვაროსნების ლაშქარი, ეს არ მოხდება" - სააკაშვილი

საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, პირველად მთელი ამ წლების განმავლობაში ამბობს, რომ ჩამოვა საქართველოში, „მიუხედავად იმისა, რა იქნება შედეგები, რადგან უკვე არის ის ზღვარი, რომლის იქით ჩვენ ვკარგავთ ჩვენს სამშობლოს”.

„პირველად, მთელი ამ წლების განმავლობაში, მე ვთქვი, რომ ჩამოვდივარ, მიუხედავად იმისა, რა იქნება შედეგები. ვის როგორ სიამოვნებს, არ სიამოვნებს და ვინ რით მემუქრება. პირველად ცხოვრებაში ვთქვი, რომ ახლა უკვე არის ის ზღვარი, რომლის იქით ჩვენ ვკარგავთ ჩვენს სამშობლოს. წინა წლებში კი ყველაფერი აქეთ მიდიოდა, მაგრამ ეს არ იყო ისეთი კრიტიკული სიტუაცია. ახლა იმდენად მძიმეა სიტუაცია, რომ უკვე აღარ არის დრო პირობითობების, მოდით ჯერ გავიმარჯვოთ, მოდი, ჯერ ბევრი ხალხი გამოვიდეს, რაც იქნება იქნება, სადაც ვიწროა იქ გაწყდეს. ახლა უკვე ყველანი ვალდებული ვართ, სხვა გამოსავალი უკვე აღარ არის. საქართველო იღუპება, საქართველო ქრება რუკიდან და ამ სიტუაციას ყველა ვამჩნევთ, ძალიან მძიმე მდგომარეობაშია ჩვენი ქვეყანა“, - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

კითხვაზე, თუ რამდენად სწორი იყო, რომ არ დარჩა საქართველოში 2012 წელს, მიხეილ საკაშვილი პასუხობს, რომ ის ემოციურად გადაღლილი იყო და უნდოდა, რომ დაესვენა „ქართული სიტუაციისგან“.

„ეს წლები არ იყო ჩემთვის კომფორტული, ეს იყო ქარიშხლებით და დიდი ბრძოლით აღსავსე წლები . წავედი იმის გამო, რომ ემოციურად ვიყავი დაღლილი და მაგ დროისთვის ამოწურული. მაშინაც ვთქვი რატომ მივდიოდი. მინდოდა, რომ ქართველ ხალხსაც დაესვენა ჩემგან და მართალი გითხრათ მეც დამესვენა ამ ქართული სიტუაციისგან“, - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

მისივე თქმით, საქართველოში დაბრუნების დროს, მიუხედავად იმისა, რომ ბევრ უცხოელ კოლეგასთან მეგობრული ურთიერთობა აქვს, არავის ფარად აფარებას არ აპირებს, მათ შორის არც ევროპარლამენტარების.

„მე არ მჭირდება არავის ფარი, არავის წინ არ ავიფარებ არც ევროპარლამენტარს ...თუ ვინმე შემოგვეამხანაგება ეს მათი გადასაწყვეტია. ხვალ მაგალითად მივემგზავრები დიდ საერთაშორისო კონფერენციაზე პოლონეთში, მერე მივემგზავრები რამდენიმე ევროპულ ქვეყნის დედაქალაქში, ვაპირებ ძალიან ბევრი პოლიტიკოსის ნახვას, საქართველოს თემებზე საუბარს. ეს ურთიერთობა არსად არ მიდის, მაგრამ რომ გამომყვეს, ჩამყვეს, ჩავუხტეთ მუხრან ბატონსა და თან გამოვიყოლო ჯვაროსნების ლაშქარი, ეს არ მოხდება, საკმარისი ვარ მეც“, - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა „ტვ პირველთან“ ინტერვიუში.