ავტორი:

ნიკოლ ფაშინიანის დახვედრის ცერემონიის ამსახველი კადრები - სომხეთის პრემიერი საქართველოს სტუმრობს

ნიკოლ ფაშინიანის დახვედრის ცერემონიის ამსახველი კადრები - სომხეთის პრემიერი საქართველოს სტუმრობს

საქართველოს პრემიერ - მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი მთავრობის ადმინისტრაციაში სომეხ კოლეგას, ნიკოლ ფაშინიანს მასპინძლობს.

დახვედრის ოფიციალური ცერემონია რამდენიმე წუთის წინ გაიმართა. ოფიციალური ვიზიტით სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი საქართველოს დღეს ეწვია და მისი ვიზიტი ორდღიანია.

მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, გაიმართება ორი ქვეყნის პრემიერ-მინისტრების შეხვედრა პირისპირ და გაფართოებულ ფორმატში, რის შემდეგაც, ირაკლი ღარიბაშვილი და ნიკოლ ფაშინიანი მედიისთვის ერთობლივ განცხადებებს გააკეთებენ.

საქართველოში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, ასევე გაიმართება სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრის შეხვედრა საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილთან.

ნიკოლ ფაშინიანი, დელეგაციის წევრებთან ერთად, გვირგვინით შეამკობს საქართველოს ერთიანობისთვის ბრძოლაში დაღუპულ გმირთა მემორიალს.

ფაშინიანის ოფიციალური ვიზიტი ხვალ, 9 სექტემბერს დასრულდება. შეგახსენებთ, რომ ნიკოლ ფაშინიანი საქართველოს მესამე ოფიციალური ვიზიტით სტუმრობს. პირველად ის პრემიერის რანგში საქართველოს 2018 წელს ესტუმრა, მეორედ, 2020 წელს.