K4S (Knowledge4Sharing – “ცოდნა გაზიარებისთვის“) იწყებს ახალ სასწავლო კურსს საქართველოში. K4S - ი საერთაშორისო,საქველმოქმედო აკადემიაა, რომელიც დაარსდა მდგრადი განვითარების მიზნებისა და მათთან დაკავშირებული თემატური ცოდნის გაზიარებისთვის. აკადემიის საგანმანათლებლო პროგრამები შემუშავებულია მსოფლიოში აღიარებული წამყვანი ექსპერტების მიერ საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად.
„დღევანდელ რეალობაში უამრავ ნიჭიერ ადამიანს ხელი არ მიუწვდება მაღალი ხარისხის განათლებაზე, რაც, ხშირ შემთხვევაში, საჭირო ფინანსების არქონასთან არის დაკავშირებული. სწორედ ამიტომ გადავწყვიტე დამეარსებინა აკადემია, რომლის მთავარი მიზანია ევროპული, მომავალზე ორიენტირებული განათლება გახდეს ყველასათვის ხელმისაწვდომი. აღსანიშნავია, რომ სწავლებას ვიწყებთ სერტიფიცირებული პროგრამით განახლებადი ენერგიების მენეჯმენტის მიმართულებით, რომელიც გათვლილია როგორც სტუდენტებზე, ასევე სხვადასხვა სექტორის წარმომადგენლებზე მათი კვალიფიკაციის ამაღლების მიზნით, საწავლება გაიმართება ინგლისურ ენაზე ონლაინ რეჟიმში, ხოლო ლექციებს წაიკითხავენ უცხოელი ექსპერტები.“ - აცხადებს დავით ოთარიშვილი, K4S აკადემიის დამფუძნებელი.
ასეთი მაღალი ხარისხის პროგრამების სწავლის საფასური საერთაშორისო ბაზარზე მერყეობს 12,000 - 15,000 ევროს ფარგლებში. K4S - ს აკადემიის პროგრამების მონაწილეები კი, რეგისტრაციისას გადაიხდიან მხოლოდ სიმბოლურ თანხას (50 ლარს), რომელიც შემდგომ მოხმარდება საქველმოქმედო მიზნებს. ამგვარად, ცოდნის გაზიარებასთან ერთად, აკადემია ფინანსურად დაეხმარება იმ მოქალაქეებს, ვისაც ეს დღეს ყველაზე ძალიან სჭირდება.
დავით ოთარიშვილმა ასევე განმარტა, რომ: „თითოეული პროგრამის ბოლოს შემოწირული თანხა მოხმარდება ქველმოქმედებას, ხოლო პროცესის გამჭვირვალობის მიზნით, ყველა მონაწილეს გადაეგზავნება გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი.“
„ენერგეტიკა სწორედ ის დარგია, რომელსაც აქვს პოტენციალი გახდეს ქვეყნის ეკონომიკის ხერხემალი, რაც, თავის მხრივ, ხელს შეუწყობს საქართველოში უფრო მდგრადი ეკონომიკური მოდელის დამკვიდრებას. ამ სექტორის განვითარების შედეგად შესაძლებელი იქნება ასობით ათასი ახალი სამუშაო ადგილის შექმნა, სხვადასხვა ინდუსტრიების განვითარება, საქართველოს ენერგოუსაფრთხოებისა და ეკონომიკური დამოუკიდებლობის გამყარება, და, ასევე, ევროპაში საქართველოს ინტეგრაციის პროცესის დაჩქარება. დღეს ამ მიმართულებებით მრავალი გამოწვევა არსებობს. სწორედ ამიტომ ვთვლი, რომ ეს ინიციატივა დროულია არსებული პრობლემების გადასაჭრელად. ადამიანებს უნდა დავეხმაროთ ახალი ცოდნის შეძენაში, დავანახოთ პერსპექტივები და ამასთანავე, განათლების ხელმისაწვდომობით ხელი შევუწყოთ ამ პერსპექტივების განხორციელებას. ჩვენი აკადემიის პროგრამები სწორედ ის უნიკალური შესაძლებლობაა, რომლის მეშვეობითაც კურსდამთავრებულები მიიღებენ მომავალზე ორიენტირებულ, უმაღლესი ხარისხის ევროპულ განათლებას და წვლილს შეიტანენ ქვეყნის მდგრად განვითარებასა და საქართველოს მოქალაქეების ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესებაში. შემოგვიერთდით, რათა ერთად განვავითაროთ საქართველოს პოტენციალი,“- დაამატა დავით ოთარიშვილმა.
აკადემიისა და სასწავლო კურსის შესახებ მეტი ინფორმაციის მისაღებად და სასწავლო პროგრამაზე რეგისტრაციისთვის ეწვიეთ ვებ-გვერდს: www.k4s.academy
R