საქართველოს ბანკის“ ყვარლის ფილიალზე თავდასხმის თაობაზე, განცხადება გააკეთა შსს-ს პრესსამსახურის ხელმძღვანელმა ქეთი კოვზიაშვილმა, რომლის თქმითაც, ადგილზე შსს-ს სხვადასხვა სამსახურების თანამშრომლების მუშაობის შედეგად, სპეცოპერაცია მშვიდობიანად დასრულდა და მძარცველი დაკავებულია.
"რამდენიმე საათიანი სპეცოპერაცია წარმატებითაა დასრულებული. შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა დააკავეს და გაანეიტრალეს პირი, ვინც იყო ბანკში და რომელსაც ჰყავდა მძევლები“, - განაცხადა ქეთი კოვზიაშვილმა.
სამართალდამცავები ტერიტორიას უკვე ტოვებენ. სპეციალური ტექნიკა ტერიტორიაზე უკვე აღარ იმყოფება.
გავრცელებული ინფორმაციით, მძარცველს 23 ადამიანი ჰყავდა მძევლად აყვანილი, რომლებიც დამანაშავის დაკავებამდე გაათავისუფლეს.
შეგახსენებთ, შეიარაღებული პირი ბანკში დღეს, დღის 4 საათზე შეიჭრა.