ავტორი:

"მორიგი ფეიკნიუსი" - რას აცხადებს გახარიას პარტიის კანდიდატი ინფორმაციაზე, რომ მას თითქოს ინტერპოლი ეძებს?

"მორიგი ფეიკნიუსი" - რას აცხადებს გახარიას პარტიის კანდიდატი ინფორმაციაზე, რომ მას თითქოს ინტერპოლი ეძებს?

დღეს "TV იმედმა“ "პოსტვიზე" დაყრდნობით გაავრცელა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ გიორგი გახარიამ წყალტუბოში მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატად ინტერპოლით ძებნილი პირი დააყენა.

მათი ინფორმაციით, პარტია "საქართველოსთვის“ წევრს, წყალტუბოს რაიონის ჩუნეშის სამაჟორიტარო ოლქის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატს, ნოდარ ჩირგაძეს გერმანიის ინტერპოლი 2017 წლის შემდეგ ეძებს. ლაპარაკი იყო იმაზე, რომ საქმე გერმანიაში ჩადენილ ქურდობას შეეხებოდა.

"TV იმედმა“ მორიგი ფეიკნიუსი გაავრცელა, ტყუილთან ერთად, სრულ აბსურდთან გვაქვს საქმე. ამას თავი რომ დავანებოთ, შსს-მ მომცა ცნობა უფლება-ჩამორთმევის შესახებ, რომ დავრეგისტრირებულიყავი პარტია. "საქართველოსთვის “ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატად. მსგავს ფაქტს საერთოდ არსებობის უფლებაც კი არ გააჩნია. შეეშვით ტყუილებს და აკეთეთ საქმე !“ - წერს "ფეისბუკის“ გვერდზე მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ნოდარ ჩირგაძე.

ambebi.ge-მ ინფორმაციის გადამოწმება ინტერპოლის ვებგვერდზე სცადა. როგორც გაირკვა, მსგავსი სახელისა და გვარის პიროვნება ინტერპოლის წითელი ცირკულარით ძებნილთა სიაში არ აღმოჩნდა.