ავტორი:

"ბანკებით” სირბილს ჯობია, რომ პირისპირ დავჯდეთ და ვისაუბროთ ქვეყანაზე" - რას ამბობს გიორგი გახარია ნარკოტესტზე?

"ბანკებით” სირბილს ჯობია, რომ პირისპირ დავჯდეთ და ვისაუბროთ ქვეყანაზე" - რას ამბობს გიორგი გახარია ნარკოტესტზე?

ზოგიერთებმა, სამწუხაროდ, დებატებში პირისპირ დაჯდომის შიშით “ბანკებით” დაიწყეს სირბილი, - ამის შესახებ პარტია "საქართველოსთვის“ ლიდერმა და დედაქალაქის მერობის კანდიდატმა გიორგი გახარიამ ნარკოტესტზე დასმული კითხვის პასუხად განაცხადა.

გიორგი გახარია კონკურენტებს დებატებში დაჯდომისკენ მოუწოდებს, ხოლო ნარკოტესტთან დაკავშირებით აცხადეს, რომ მალე მედიას "საინტერესო ინფორმაციას“ გაანდობს.

"ბანკებით” სირბილს ჯობია, რომ პირისპირ დავჯდეთ და ვისაუბროთ ქვეყანაზე, ქალაქზე, განვითარებაზე, გეგმებზე და ა.შ.

ერთი რამ იცოდეთ ხალხო, ამ ქალაქში, ვინც აქ დავიბადეთ, ყველამ ძალიან კარგად ვიცით, რომ არაფერი არ იმალება. ამიტომ, თუ პირისპირ არ გვინდა დაჯდომა, ვთქვათ, რომ არ გვინდა დაჯდომა ან ვერ ვჯდებით, ან არ ვჯდებით. მე უბრალოდ ვთხოვე მოქმედ მერს, დავჯდეთ დებატებში, ისევე როგორც ნიკანორ მელიას. იმედი მაქვს, ამ ჩემს შეთავაზებაზე სერიოზულ პასუხს მივიღებ.

რაც შეეხება ტესტს, ტესტთან დაკავშირებით სულ მალე ძალიან საინტერესო ინფორმაციას გაგანდობთ“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.

ცნობისთვის, თბილისის მერი კახა კალაძე მერობის კანდიდატებს ჯანსაღი ცხოვრების წესის პროპაგანდის მიზნით ნარკოტესტის ჩაბარებისკენ მოუწოდებს. კალაძემ ნარკოტესტი თავად 6 სექტემბერს ჩააბარა.