ავტორი:

"მიხარია, რომ გახარიამ თავის თავზე იგრძნო ის, რასაც ჩვენ ვგრძნობდით - სამართლიანია ცხოვრება" - გიორგი ვაშაძე

"მიხარია, რომ გახარიამ თავის თავზე იგრძნო ის, რასაც ჩვენ ვგრძნობდით - სამართლიანია ცხოვრება" - გიორგი ვაშაძე

მე და გახარიას შორის ძალიან ფუნდამენტური განსხვავებაა. ძალიან გამიკვირდება, რომ ტრადიციულმა ოპოზიციურმა ამომრჩეველმა ამ ადამიანს მხარი დაუჭიროს. ის თანაავტორია 20 ივნისის და ბევრი იმ პრობლემის, რაც ამ ქვეყანაშია, - ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა და პლატფორმა „მესამე ძალის“ დამფუძნებელმა გიორგი ვაშაძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში“ „360 გრადუსი“ განაცხადა.

როგორც ვაშაძემ აღნიშნა, დღეს მთავრობის ყოფილმა მეთაურმა იგრძნო ის წნეხი და ზეწოლა, რასაც, მისი თქმით, ოპოზიცია გასული წლის საპარლამენტო არჩევნების დროს გრძნობდა.

„ჩვენ შორის ძალიან ფუნდამენტური განსხვავებაა. ძალიან გამიკვირდება, რომ ტრადიციულმა ოპოზიციურმა ამომრჩეველმა ამ ადამიანს მხარი დაუჭიროს, ის თანაავტორია 20 ივნისის და ბევრი იმ პრობლემის, რაც ამ ქვეყანაშია. მიხარია, რომ დღეს თავის თავზე იგრძნო ის, რასაც ჩვენ გასულ წელსაც ვგრძნობდით, 2020 წელს არჩევნების პერიოდში, - წნეხი იყო თუ ზეწოლა. სამართლიანია ცხოვრება და ოპოზიციაში ყოფნა მარტივი რომ არ არის, ფაქტია, მაგრამ მთავარი სხვაობა ის არის, რომ ჩვენ არა მხოლოდ ვამბობთ, რომ მესამე ძალა ვართ. ჩვენ ვიცით, რა არის გასაკეთებელი რაიონებში, ქალაქებში. ჩვენი გუნდი იმით გამოირჩევა, რომ ვსაუბრობთ კონკრეტული გეგმებით, არა უბრალოდ ვაკრიტიკებთ“, - განაცხადა გიორგი ვაშაძემ.