2 ოქტომბერს დანიშნულ, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებამდე სულ ცოტა დრო რჩება, შესაბამისად, წინასაარჩევნო დაძაბულობაც დღითიდღე მატულობს. ბუნებრივია, განსაკუთრებულად საინტერესოა დედაქალაქის მერობისთვის ბრძოლა, რომელშიც 16 კანდიდატი მონაწილეობს. მათგან სამი გამოკვეთილი ფავორიტია და დიდი ალბათობით, სწორედ მათ შორის იქნება მთავარი დაპირისპირება, რასაც - AMBEBI.GE-ზე, IPN.GE - ზე, BPN.GE - სა და KVRISPALITRA.GE -ზე ჩატარებული ონლაინგამოკითხვის შედეგებიც აჩვენებს. გამოკითხვა 13-14 სექტემბერს მიმდინარეობდა და მასში ერთი მოწყობილობიდან მხოლოდ ერთჯერ იყო მონაწილეობის მიღება შესაძლებელი.
დღეს რომ თბილისის მერის არჩევნები ტარდებოდეს, ვის მისცემდით ხმა? - გამოკითხვაში სულ 27 972 -მა ადამიანმა მიიღო მონაწილეობა და მასში ლიდერობს "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" კანდიდატი კახა კალაძე.
მას გამოკითხულთა 40% უჭერს მხარს. მეორე ადგილზე ხმათა 17%-ით "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ლიდერი ნიკა მელიაა. 13%-იანი მხარდაჭერით ლიდერთა სამეულშია ასევე პარტია "საქართველოსთვის" ლიდერი გიორგი გახარია.
დანარჩენ კანდიდატებს შორის ხმები შემდეგნაირად ნაწილდება: