ავტორი:

ინგლისში რევოლუციური ტესტის გამოცდა დაიწყო, რომელმაც კიბო პირველ სიმპტომების გაჩენამდე უნდა გამოავლინოს

ინგლისში რევოლუციური ტესტის გამოცდა დაიწყო, რომელმაც კიბო პირველ სიმპტომების გაჩენამდე უნდა გამოავლინოს

ინგლისის ჯანმრთელობის დაცვის ეროვნულმა სამსახურმა გამოაცხადა, რომ ორშაბათიდან (13 სექტემბერიდან) დაიწყო კიბოს ადრეული დიაგნოსტიკის ახალი მეთოდის სრულმასშტაბიანი გამოცდა, რომელიც ამ ვერაგი ავადმყოფობის 50 სახეობაზე გავრცელდება. მოსალოდნელია, რომ სისხლის ანალიზის დახმარებით შესაძლებელი გახდება დაავადების არსებობა მანამდე დადგინდეს, სანამ მისი პირველი სიმპტომები გამოვლინდება.

გამოკვლევა-გამოცდაში, რომელიც ორი წელი გაგრძელდება, მონაწილეობას მიიღებს 50-დან 77 წლამდე ასაკის მქონე 140 ათასი მოხალისე. ისინი ამჟამად ჩააბარებენ სისხლს ანალიზისათვის, შემდეგ კი იგივე პროცედურისათვის მათ ერთ წელიწადში მიიწვევენ და კიდევ - ორი წლის გასვლის შემდეგ. ტესტს ჯერ გამოიყენებენ პირველად ჩაბარებული სისხლისთვის, შემდეგ კი, მისი ეფექტიანობის შესამოწმებლად, მეორედ ჩაბარებულზე.

"ტესტს შეუძლია კიბოს დიაგნოსტიკაში რევოლუცია მოახდინოს”, - განაცხადა პროგრამის ხელმძღვანელმა, ლონდონის სამეფო ონკოლოგიური კოლეჯის პროფესორმა სიტერ სასიენმა, - ჩვენ მუშაობას დიდი შთაგონებით ვიწყებთ“.

თუ კიბო ადრეულ სტადიაზე გამოვლინება შესაძლებელი გახდება, ეს სიმსივნის მკურნალობის შანსებს მკვეთრად ზრდის.

დღეისათვის კიბოს დიაგნოსტირება ქსოვილის ნაწილაკების ბიოქიმიური კვლევისათვის (ბიოფსიის) ჩაბარებით ხდება, რასაც სიმპტომების გაჩენის გარეშე არავინ არ აკეთებს. ჯერ ერთი, რომ რიგ შემთხვევებში ეს ძალიან რთული პროცედურაა, განსაკუთრებით ფილტვების კიბოსთან, შარდის ბუშტთან და პროტატასთან მიმართებით, მეორე კი - უცნობია, დაავადება ორგანიზმში სად უნდა ეძებო.

ახალი მეთოდი ეფუძნება სისხლში კიბოს უჯრედების დნმ-ის ფრაგმენტების გამოვლენას. ის შექმნილია ბიოტექნოლოგიური სტარტაპის "გრაალის“ (Grail) მიერ, რომელიც 2015 წელს არის დაარსებული სან-ფრანცისკოში (აშშ), კიბოს ნაადრევი დიაგნოსტირების მეთოდების შემუშავების მიზნით. აღნიშნული სტარტაპი ამერიკულმა ფარმაცევტულმა კომპანიამ Illumina Inc-მა ახლახან 1,7 მილიარდ დოლარად შეიძინა.

თვითონ ტესტი Galleri-ს სახელწოდებით არის ცნობილი. ამერიკაში მას კიბოს დაავადების მომატებული რისკის მქონე პაციენტებისათვის იყენებენ, კერძოდ, მათთვის, ვინც 50 წელზე მეტი ასაკისაა. კვების პროდუქტებისა და სამკურნალო საშუალებათა ფედერალურმა სამმართველოს ტესტის სერტიფიცირება ჯერ არ მოუხდენია. შესაბამისად, სადაზღვევო კომპანიების უმეტესობა მის ღირებულებას არ ფარავს.

ანალიზების მეშვეობით კიბოს დიაგნოსტიკის ტექნოლოგიების ძიება მთელ მსოფლიოში მიმდინარეობს, მაგრამ დღემდე ისინი ჯერ მხოლოდ კვლევის სტადიაზე იმყოფებიან. ახლა ჩვენ, პარტნიორებთან ერთად, ტესტის გაფართოებულ გამოცდას ვიწყებთ, ყველაზე მასშტაბურს ისტორიაში. ახალი მეთოდი განსაკუთრებით პერსპექტიული იქნება კიბოს იმ სახეობებისათვის, რომლებიც დიდი ხნის განმავლობაში უსიმპტომოდ ვითარდებიან და არავითარ აშკარა ნიშნებს არ ამჟღავნებენ.“, - განაცხადა "ბი-ბი-სი“-ს კორესპონდენტთან საუბარში ინგლისის ჯანდაცვის ეროვნული სამსახურის ონკოლოგიური პროგრამის დირექტორმა კელი პალმერმა.

დიდ ბრიტანეთში ყველაზე მეტად გავრცელებულ ონკოლოგიურ დაავადებად ფილტვების კიბო ითვლება, რომლითაც ავადმყოფთა 20% იღუპება.

წყარო