ავტორი:

"ქვეყანას შემოასხეს ჭუჭყიანი წყალი, ვინ შემოასხა, რატომ შემოასხა, არ ვიცი, მე სასულიერო პირი ვარ, ჩემს საქმეს ვაკეთებ და არ მაქვს წვდომა ფარულ ჩანაწერებზე" - მეუფე ნიკოლოზი

"ქვეყანას შემოასხეს ჭუჭყიანი წყალი, ვინ შემოასხა, რატომ შემოასხა, არ ვიცი, მე სასულიერო პირი ვარ, ჩემს საქმეს ვაკეთებ და არ მაქვს წვდომა ფარულ ჩანაწერებზე" - მეუფე ნიკოლოზი

ჩვენს ქვეყანას შემოასხეს ჭუჭყიანი წყალი, ვინ შემოასხა რატომ შემოასხა, მე არ ვიცი, მე სასულიერო პირი ვარ ჩემს საქმეს ვაკეთებ და არ მაქვს წვდომა ამ ფარულ ჩანაწერებზე, - ასე გამოეხმაურა ახალქალაქის, კუმურდოსა და კარის მიტროპოლიტი მეუფე ნიკოლოზ ფაჩუაშვილი სავარაუდოდ, სუს-ის მიერ ფარული მიყურადების გზით პოლიტიკოსების, სასულიერო პირებისა და ჟურნალისტების მოსმენის თაობაზე ინტერნეტ სივრცეში გავრცელებულ მასალებს.

მეუფე ნიკოლოზის განცხადებით, აღნიშნულ ჩანაწერებთან წვდომა სწორედ იმათ არ აქვთ, ვისაც ეს ჩანაწერები ეხებათ, მაშინ როდესაც ჟურნალისტებს აქვთ წვდომა.

„ეს არის ჭუჭყიანი წყალი, რომელიც ვიღაცამ პირი გააღო და გადმოასხა იქიდან და ეს ვიღაც ვიცით ვინც არის. აპოკალიფსში წერია, რომ გველეშაპი მიდის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლისა და მაცხოვრის შესაჭმელად და რომ ვერაფერს ვერ უშვება, მერე აღებს პირს და ჭუჭყიან წყალს ასხამს, რომ დასვაროს და ანგელოზები აიყვანენ ზემოთ და არ დაისვრება. ეს არის მოვლენა, რომ ჩვენს ქვეყანას შემოასხეს ჭუჭყიანი წყალი, ვინ შემოასხა, რატომ შემოასხა, მე არ ვიცი, მე სასულიერო პირი ვარ, ჩემს საქმეს ვაკეთებ და არ მაქვს წვდომა ამ ფარულ ჩანაწერებზე. მართალი გითხრათ, კი არ მინდა და არც მაინტერესებს, მაგრამ რომც მინდოდეს, წვდომა არ მაქვს. თქვენ გაქვთ წვდომა და მე არ მაქვს, ეს არის საოცრება და აქედან ჩანს ამ მოვლენის არსი, რომ თქვენ ჟურნალისტებმა იცით, ჩვენ ვისაც გვეხება არ ვიცით. ვიღაცამ გამოგვიგზავნა წერილი ჯოჯოხეთიდან, პირდაპირ წერია იმ წერილში: „ჯოჯოხეთიდან გამოგზავნილი წერილი“, ეს არის ყველაფერი ამისი „ანი“ და „ჰოე“, დასაწყისი და დასასრული, მიზანი, მიზეზი და ყველაფერი,“ - განაცხადა მეუფე ნიკოლოზმა „ფორმულასთან“ საუბარში.