ავტორი:

სროლა ვერაზე - დაჭრილია ახალგაზრდა მამაკაცი

სროლა ვერაზე - დაჭრილია ახალგაზრდა მამაკაცი

ვერაზე, ანჯაფარიძის ქუჩაზე სროლა იყო, დაჭრილია ახალგაზრდა მამაკაცი. არსებული ინფორმაციით, ის საავადმყოფოში გადაიყვანეს.

მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ ეტაპზე უცნობია.

როგორც AMBEBI.GE-ს შსს-ში განუცხადეს, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-108-ე და 236-ე მუხლით დაიწყო, რაც მკვლელობის მცდელობასა და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს.მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები.