ავტორი:

სისხლიანი გარჩევა მოზარდებს შორის - რა განცხადებას ავრცელებს პროკურატურა ფაქტზე, რა დროსაც არასრულწლოვნები დაჭრეს

სისხლიანი გარჩევა მოზარდებს შორის - რა განცხადებას ავრცელებს პროკურატურა ფაქტზე, რა დროსაც არასრულწლოვნები დაჭრეს

საქართველოს პროკურატურამ არასრულწლოვნების დამამძიმებელ გარემოებაში განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტზე, არასრულწლოვან ლ.შ.-ს ბრალდება წარუდგინა. ამის შესახებ ინფორამციას საქართველოს პროკურატურა ავრცელებს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 2021 წლის 13 სექტემბერს, თბილისში 14 წლის ლ.შ.-ს და მის მეგობარს შელაპარაკება მოუვიდათ 15 წლის ბ.ხ.-სთან, 13 წლის გ.ბ.-სთან და 17 წლის გ.ს.-სთან. ურთიერთშელაპარაკების დროს ლ.შ.-მ, მოკვლის განზრახვით, სამივე პირს დანით სხეულის სხვადასხვა არეში ჭრილობები მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

„სამართალდამცველებმა ლ.შ. 14 სექტემბერს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19,109-ე მუხლის მე-2ბ და მე-3ა პუნქტებით (განზრახ მკვლელობის მცდელობა ჩადენილი ორი ან მეტი პირის, წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნების მიმართ) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 16-დან 20 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს, თუმცა არასრულწლოვანთა მართლსაჯულების კოდექსის შესაბამისად 16 წლამდე ბრალდებულისთვის დანიშნული საბოლოო სასჯელის ვადა არ უნდა აღემატებოდეს 10 წელს”, - აღნიშნულია ინფორამციაში.

პროკურატურამ ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით თბილისის საქალაქო სასამართლოს უკვე მიმართა.

სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება გრძელდება.