ავტორი:

ნაძალადევის რაიონში 4000-მდე აბონენტს გაზმომარაგება დროებით შეუწყდება - რას აცხადებენ "თბილისი ენერჯიში“?

ნაძალადევის რაიონში 4000-მდე აბონენტს გაზმომარაგება დროებით შეუწყდება - რას აცხადებენ "თბილისი ენერჯიში“?

ახალ გაზსადენზე გადართვის გამო ნაძალადევის რაიონში 4000-მდე აბონენტს გაზმომარაგება დროებით შეუწყდება. ამის შესახებ ინფორმაციას "თბილისი ენერჯი“ ავრცელებს.

"თბილისი ენერჯი“ განცხადებით, ნაძალადევის რაიონში, მანჯგალაძის ქუჩის რეაბილიტაციის პროექტის ფარგლებში, აბონენტების ახალ გაზსადენზე გადართვის გამო 16 სექტემბერს 09:00 საათზე, გაზის მიწოდება დროებით შეუწყდება ც. დადიანის ქ. 34-ში მდებარე კორპუსების, ც. დადიანის ქ. 106/კავთისხევის ქ. 19ა, ც. დადიანის ქ. 141, 142, 144/14, 145, 148, 152, 154, 156, 160, 193-195-197, 203, 229, 261, 263, 265-267 (ლ.დ. დეველოპმენტი”-ს, შპს ,,კომფორტ პლიუსის”, შპს ,,მოდერნ დეველოპმენტის”, შპს ,,თბილისი გეით ინვესთმენტ ენდ თრეიდინგ კო”-ს, შპს ,,ლივინის” საცხოვრებელი კორპუსები), 271-273-281, ზესტაფონის ქ. 1, 3, ჭოლა ლომთათიძის I შეს. 5, ჭოლა ლომთათიძის ჩიხი # 8, ე. მანჯგალაძის ქ. 81/ხევსურეთის ქ. 17, გ. სააკაძის/ცინცაძის ქ. 61/1, ჭყონდიდელის ქ. 10, 20, 20-2, ჭყონდიდელის ქ. 22 (შპს ,,სამშენებლო კომპანიის”, შპს ,,ბინექსი”-ს საცხოვრებელი კორპუსები), ჭიჭიკო ბენდელიანის ქ. 1ა, 1ბ, 12ა, 12ბ-ში მდებარე საცხოვრებელი კორპუსების, კავთისხევის, ცისარტყელას, ჭიჭინაძის, ლეჩხუმის, მახინჯაურის, სვანეთის, ხევსურეთის, ც. დადიანის ქ. (86-დან 132-ის ჩათვლით), ც. დადიანის ქ. 87ა, 87-1, 87-2, 103, 105, 107, 109, დეპოს, საყვირის, ხრესილის, მრევლიშვილის, ჭყონდიდელის, ზესტაფონის შესახვევის კერძო სექტორის მოსახლეობის ნაწილს, ასევე გაზმომარაგება შეუწყდება აღნიშნულ ტერიტორიაზე განთავსებულ მსხვილ და მცირე კომერციულ ობიექტებს, მათ შორისაა: შპს ,,პირველი სამედიცინო ცენტრი”, ქ. თბილისის გლდანი-ნაძალადევიის პოლიციის მე-9 განყოფილება, მიმდებარედ ი/მ შავთვალიშვილი, შპს ,,ხვასტაგი”, 160-ე საჯარო სკოლა, ელექტროვაგონშემკეთებელი ქარხანა, ქავთარაძის ქუჩაზე – სს ,,ნიკორა”, შპს ,,ოაზისი”, შპს ,,არბო 2009” და სხვა.

გაზმომარაგების აღდგენა დაიწყება პარასკევს, 17 სექტემბრის 10:00 სთ-დან და დასრულდება 18:00 საათზე.

გთხოვთ, უყურადღებოდ არ დატოვოთ გაზის დანადგარები. გაზის ონკანები დაკეტილ მდგომარეობაში გქონდეთ გაზმომარაგების სრულად აღდგენამდე.

"თბილისი ენერჯი“ ბოდიშს უხდის აბონენტებს შექმნილი დისკომფორტის გამო