ავტორი:

თბილისის ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება - სად და რამდენი ხნით შეწყდება ელექტროენერგიის მიწოდება?

თბილისის ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება - სად და რამდენი ხნით შეწყდება ელექტროენერგიის მიწოდება?

16 სექტემბერს თბილისის ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება. როგორც "ინტერპრესნიუსს“ კომპანია "თელასიდან“ აცნობეს, საბურთალოს რაიონში, ქსელში გადართვების გამო 00:00 საათიდან 03:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ყაზბეგის გამზირის, ცაგარელის, მიცკევიჩის, საირმის და შმიდტის ქუჩების მოსახლეობას.

ხოლო გეგმური სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: საბურთალოს, ცინცაძის, შმიდტის, ბურძგლას, ვაკელის, პოლიტკოვსკაიას და იოსელიანის ქუჩების მოსახლეობას.

კრწანისის რაიონში, გეგმური სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: მაჩაბელის, ასათიანის, ლორთქიფანიძის, ტაბიძის და დადიანის ქუჩების მოსახლეობას.

ამავე მიზეზით, 11:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება რუსთავის გზატკეცილის და ნიშნიანიძის ქუჩის მოსახლეობას.

ვაკის რაიონში, გეგმური სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხებ ილია ჭავჭავაძის გამზირის (ნაწილობრივ) და ნინო რამიშვილის ქუჩის მოსახლეობას.

დიდუბის რაიონში, ქსელში გადართვების გამო 00:00 საათიდან 03:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: აკაკი წერეთლის გამზირის, ევდოშვილის, გორის, ბათუმის, იამანიძის და მეტრეველის ქუჩების მოსახლეობას

ხოლო გეგმური სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: აკაკი წერეთლის გამზირის (ნაწილობრივ) მოსახლეობას.

გლდანის რაიონში, გეგმური სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება ქერჩის და გმირ კურსანტთა ქუჩების მოსახლეობას.

ამავე მიზეზით, 12:00 საათიდან 14:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: მონასტრის და წყალსადენის ქუჩების მოსახლეობას.

ჩუღურეთის რაიონში, გეგმური სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სააკაძის, არსენალის, ასპინძის, ეკატერინე ჭავჭავაძის, გუმათის, ბოდავის, ძეგამის, ბაგრატიონის, თამარაშენის, მნათობის, ჩეჩელაშილის, დავითაშვილის, ლამის, დიღომბარის, გრანელის, სალიების და ნორიოს ქუჩების მოსახლეობას.

კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო და აცხადებს, რომ სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.