კორონავირუსით წმინდა სინოდის წევრი, ნეკრესელი მიტროპოლიტი სერგი გარდაიცვალა. ინფორმაციას სოციალურ ქსელში "მსოფლიო საეკლესიო სიახლენი" ავრცელებს.
"კორონავირუსული ინფექციის შედეგად 62 წლის ასაკში გარდაიცვალა საქართველოს ეკლესიის წმიდა სინოდის წევრი, მაღალყოვლადუსამღვდელოესი ნეკრესელი მიტროპოლიტი სერგი.
"მსოფლიო საეკლესიო სიახლენი" მწუხარებას გამოთქვამს მიტროპოლიტ სერგის გარდაცვალების გამო და სამძიმარს უცხადებს ნეკრესის ეპარქიის სამღვდელო და სამონაზვნო დასს, განსვენებული მღვდელმთავრის ოჯახის წევრებს, სულიერ შვილებსა და ახლობლებს.
უფალმა აცხოვნოს ახალშესვენებული ნეკრესელი მიტროპოლიტი სერგი და მისცეს მას საუკუნო ხსენება.", - ნათქვამია "ფეისბუქში" გამოქვეყნებულ ინფორმაციაში.