ავტორი:

მსახიობი ზურაბ ქავთარაძე კორონავირუსით გარდაიცვალა

მსახიობი ზურაბ ქავთარაძე კორონავირუსით გარდაიცვალა

"ბათუმელების" ინფორმაციით, ბათუმის დრამატული თეატრის მსახიობი ზურაბ ქავთარაძე კორონავირუსით გარდაიცვალა. იგი ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფოს კოვიდკლინიკაში მკურნალობდა.

68 წლის მსახიონი კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით აცრილი არ ყოფილა.

ზურაბ ქავთარაძე პროფესიით მსახიობი და რეჟისორი იყო. შესრულებული აქვს ათობით როლი თეატრის სცენასა და კინოში, გადაღებული აქვს ფილმები: „ჰომოსაპიენსები“; “ტრიუმფი”, “დუბლ D”, “ტაო-კლარჯეთი”, “კიშინოვური პორტრეტები”, “ჭალას ჩიტი მომკვდარიყო”, “კულისებიდან კულისებში”, “ბათუმი-ტრაპიზონი-ბათუმი”, “იყო და არა იყო რა” და ა.შ.

"წავიდა უნიჭიერესი, ბათუმის დრამატული თეატრის მსახიობი და კონორეჟისორი, ჩემი ლექტორი უფროსი მეგობარი, უსაყვარლესი, პოზიტიური და უკეთილშობილესი ზურაბ ქავთარაძე მახსოვს ყოველი შეხვედრა პოზიტივით და იუმორით სავსე, დგმუხტავდა კეთილად ხალისით, იუმორით და გაგიშვებდა ბედნიერს, ჩვენი, სამივე ძმის გულშემატკივარი იყო, სულ მეუბნებოდა ვინა ხართ კაცო ეს მოისწრაფიშვილებიო . მისი ლექციები იყო, ღრმა, საინეტერესო, შემეცნებითი და მხიარული. უფალმა დაუმკვიდროს სასუფეველი!" - წერს სოცილაურ ქსელში" ლაშა მოისწრაფიშვილი.