ავტორი:

"სისხლიანი ჩანჩქერი“ ყინულის სამეფოში

"სისხლიანი ჩანჩქერი“ ყინულის სამეფოში

ანტარქტიდის ყინულოვან გარემოში ბევრი გასაოცარი რამ იმალება, მათ შორის დიდ ინტერესს კონტინენტის აღმოსავლეთით მდებარე, მყინვარ ტეილორიდან გადმოდენილი "სისხლიანი ჩანჩქერი“ იწვევს.

  • რა არის "სისხლიანი ჩანჩქერი“ და საიდან იღებს ის ამ შეფერილობას?

უნიკალური ბუნებრივი ფენომენი 1911 წელს ავსტრალიელმა მოგზაურმა გრიფიტ ტეილორმა აღმოაჩინა. ამ საოცრებასთან დაკავშირებით ჭორები მალევე მთელს მსოფლიოში გავრცელდა, და მკვლევარების ყურადღებაც მიიქცია. ადგილზე ჩასული მეცნიერები მიიჩენვდნენ, რომ წყლის ასეთი შეფერილობა წყალმცენარეების ბრალი იყო, თუმცა მოგვიანებით, დადგინდა, რომ წითელ ფერს დიდი რაოდენობით რკინის ოქსიდის შემცველობა იწვევდა.

  • საიდან მოედინება სისხლისფრად შეფერილი წყალი?

ჩანჩქერის წყარო ტბაში მდებარეობს, რომელიც 400 - მეტრიანი ყინულის ქვეშ იმალება, უშუალოდ წითელი შეფერილობის წყლის ადგილიდან კი დაახლოებით 1 კილომეტრითაა დაშორებული.

ანტარქტიდის ტბა რამდენიმე მილიონი წლის წინ ჩამოყალიბდა, ტბაში არსებული მარილის კონცენტრაცია ოკეანისას 4-ჯერ აღემატება, სწორედ ესაა მიზეზი, რის გამოც ის ყინულით არ იფარება, პერიოდულად კი ზედაპირზე გამოსასვლელ გზას პოულობს და ანტარქტიდის გადათეთრებულ ტერიტორიას წითლად ღებავს.

მეცნიერული დაკვირვების შედეგად დადასტურდა, რომ "სისხლიან ჩანჩქერში“ მიკროორგანიზმები ცოცხლობენ, რაც იმას ნიშნავს, რომ მათ სიცოცხლე ექსტერმალურად მძიმე პირობებშიც კი შეუძლიათ.

მოამზადა გიორგი ღვინიაშვილმა